ჯეპრას მედია მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი, მაია ტაკაშვილი 2019 წელს აფასებს.
2019 წელი – ყველაზე აქტიური, დატვრითული, ბედნიერი და წარმატებული, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე როგორც „ჯეპრელისთვის“. ბედნიერება ჩემი შვილის სტუდენტობით გამოიხატა, რაც შეეხება წარმატებულს, 15 წლიანი მუშაობის შემდეგ – გავხდი უფროსი კონსულტანტი ჯეპრაში. უფროს-უმცროსებას აქ, ჩვენთან ჯეპრაში ხაზს არ უსვამენ, თუმცა … ეს შიდა აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ ციფრებზე, ქმედებებსა და შედეგებზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, მართლაც აქტიური წელი იყო – სწორედ ამ წელს ვიყავი ჩართული ყველაზე მეტ პროექტში, აქედან რამდენიმე დამოუკიდებლად განვახორციელე, სწორედ ამ წელს მივაღწიე ანაზღაურების ყველაზე მაღალ ნიშნულს, რაც ამ ხნის განმავლობაში მქონია.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა შენ და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?
ჩართული ვიყავი პაციენტების ადვოკატირების რამდენიმე პროექტში და შესაბამისი შედეგიც დავდეთ. სახელმწიფოს მხრიდან, ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობა 100 პროცენტით ფინანსდება. იმედს ვიტოვებ, ანალოგიურ შედეგს დავდებთ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მიმართებითაც და სახელმწიფო მათთვის აუცილებელ სამკურნალო ხარჯებს გაიღებს. უკეთესობისკენ შემცვალა სწორედ ანალოგიურმა პროექტებმა – როდესაც ხედავ იმედიან თვალებს, გრძნობ რომ ისინი შენზე არიან დამოკიდებული, სჯერათ შენი, ეიმედები, უყვარხარ და ამ „ორომტრიალეში“ საკუთარ პრობლემებსა და ტკივილს ივიწყებენ, მოგყვებიან, ერთად იბრძვით და ერთად იმარჯვებთ, გცვლის ეს ყველაფერი თავისთავად – არის წუთები გავიწყდება რომ „შენი საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია“ და შენც „მისიანი“ ხდები! ამაზე დიდი ემოცია და შეგრძნება არარსებობს! ვერაფერს შევადარებ!
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?
ვფიქრობ შევძელი, უფრო სოწრედ, შევძელით! რადგან მუშაობ ჯეპრაში – ეს აუცილებლად უნდა შეძლო! ამ ყველაფერს ჯეპრას გარემო და გარშემომყოფები გაძლებინებენ, გაკეთებინებენ, „გაიძულებენ“, გეხმარებიან…. ! აქ არ შეიძლება რაღაც ვერ შეძლო!
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
ცვლილებები ჯეპრას სტიქიაა! ყოველ წელს ახალი გამოწვევები და ახალი სირთულეების გადალახვა გვიწევს! ვფიქრობ ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებით! გვაღიარებენ, გვენდობიან, ვუყვარვართ და გვაფასებენ! ეს ჩვენი პარტნიორებისგან იგრძნობა!
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
გული მწყდება, რომ დილით სამსახურში ყოველთვის ვიგვიანებ. ეს ხუმრობით მაგრამ მართლა განვიცდი, თუმცა ეს ჩემს საქმეს არ ავნებს და არ აფუჭებს! ხარისხზე არანაირი გავლენა არ აქვს! მიხარია, რომ ამის გამო დისკომფორტი არ მექნება მენეჯმენტთან! მთავარია იცოდნენ სად ვარ, რას ვაკეთებ, რატომ არ ვარ, რატომ ვერ ვაკეთებ….
რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
2020 წელს ვცდილობ ნაკლებად დავიგვიანო და სწრაფად მომზადება/გამზადება ვისწავლო! აქცენტს გავაკეთებ მედიასთან კიდევ უფრო დამეგობრობაზე – მათ გარეშე ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია! ისინი გვკიცხავენ, გვსაყვედურობენ, ამავე დროს გვილაგებენ, გვეხმარებიან… მათ გარეშე ჩემი შედეგებისა და წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია! მეც ვეცდები საინტერესო პროექტებით, სიახლეებით, თემებით ვასიამოვნო და გავახარო!
როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდუსტრიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
როგორც აღვნიშნე 2019 წელი საკმაოდ აქტიური და წარმატებული იყო, მართალია, იყო გამოწვევები და პრობლემებიც, რაც შეძლებისდგავარად დავძლიეთ და შევასრულეთ! ზოგადად, გვგონია, რომ ძალიან მალე ვითვისებთ ყველაფერს, თუმცა საკითხავია რამდენად პროფესიონალურად ვასრულებთ და ვაკეთებთ და ვიყენებთ ჩვენს მიერ „ათვისებულს“ საქმეში! ასეა პიარ ინდუსტრიაშიც! ზოგიერთს, 2018 წელმა ანახა რომ პროფესიონალების ჩართულობა აუცილებელია ამ საქმეში და 2019 წელს მიდგომები გამოასწორეს! ვფიქრობ 2020 წელი პიარ ინდუსტრიისთვის საინტერესო იქნება – „შემოიჭრება“ ახალი მიგნებები, ახალი ინსტრუმენტები, ახალი ხერხები… ისე როგორც თავის დროზე, „თავს დაგვატყდა“ ფეისბუქი.სოციალური ქსელები/სოციალური მედია, რომელიც შემდგომ პაირის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა.