ამას ხომ მეც დავხატავ?! ხშირად გამოგონია ეს ფრაზა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ მოღვაწეობენ ხელოვნების სფეროში. ბუნებრივია ალბათ განცდა იმისა, რომ ეს ფრაზა განსაკუთრებით ირონიულად ჟღერს.
მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი “არტისტის” დამიენ ჰერსტის „ტილო“ «Isonicotinic Acid Ethyl Ester» . ტილოზე გამოსახულ წრეებს თავისი ინდივიდუალური ტონალობა გააჩნია რომელიც არ მეორდება.
როგორც წრეების ტონალობა ასევე ადამიანების მოსაზრება ამ ტილოს მიმართ სხდადასხვაა, მაგრამ უმეტესობამ გამოთქვა შემდეგი აზრი „ჩვენ გვიყვარს დამიენ ჰერსტის შემოქმედება, მაგრამ რატომ აკეთებს ის ამ სულელურ ლაქებს, ისინი ხომ პრიმიტიულები და არაფრის გამომხატველნი არიან„
გამოვიდა ისე რომ ადამიანების უმეტესობისთვის ეს ტილო მეტისმეტად „მარტივი“ აღმოჩნდა, როგორც აღსაქმელად ასევე შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით და ბევრმა მიიჩნია, რომ თვითონაც შეუძლიათ იდენტური „ნამუშევრის“ შექმნა.
თუმცა ყველაზე ძნელად მიღწევადი სწორედ ეს „ადვილად აღსაქმელი“ სიმარტივეა, მისთვის რომ „არტს„ დღევანდელი სახე მიეღო ამისთვის მან არაერთი საფეხური განვლო.
იყო წარმატებული 21-ე საუკუნეში სადაც შეიძლება ითქვას ადამიანს ვერაფრით გააკვირვებ, ის უნდა დააინტერესო, „ითამაშო“ მის ემოციებზე. გამოიწვიო მასში ინტერესი, აგრესია, ბევრი კითხვის ნიშანი და მთავარი მიიყვანო პროტესტის გრძნობამდე რომელიც სწორად ზემოთ აღნიშნულ ფრაზაში გარდაიქმნას „ამას ხომ მეც დავხატავ“. ეს არის თანამედროვე არტის სახე.
ყველაფერი გენიალური სიმარტივეშია!
ეს ტილო ჩემთვის ორმაგად აღფრთოვანების „საგანია“, რადგან ასევე ჩემთვის საყვარელი ჯგუფის THIRTY SECONDS TO MARS -ის 2013 წლის ალბომის ყდის დიზაინად და ვიდეო კლიპში გამოიყენეს.
ესეც კლიპი