ადვოკატობა გულისხმობს, როგორც სოციალურად მნიშვნელოვანი თემების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობის სტიმულირებას, აგრეთვე საზოგადოების მობილიზაციას კონკრეტული შედეგების მიღწევისათვის. ადვოკატირების კამპანია უნდა გააჩნდეს, როგორც ემოციური მუხტი, რომ შთააგონოს მხარდამჭერთა ჯგუფები, ასევე განსაზღვრული მიზნები და მკაფიო პასუხი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მიღწევა და რას მოუტანს ეს საზოგადოებას.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია: კამპანიის საწყის ეტაპზე არსებული სიტუაციის ანალიზი; პოტენციურ მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა იდენტიფიკაცია; მხარეთა მოტივაციისა და არგუმენტაციის ანალიზი; მესიჯ-სტრატეგიის ფორმირება; კამპანიის მართვის (კოორდინაციის) და ექსპერტების გუნდების ფორმირება; კამპანიის დაგეგმვა, მიმდინარეობის მონიტორინგი და კორექტირება.
ეფექტიანად დაგეგმილი და განხორციელებული ადვოკატობის კამპანიის შედეგად მოხდება: