ვცდილბდი დავალება არ გადამედო შემდეგი დღვისთვის, რის შედეგადაც უფრო თანმიმდევრულად და ხარისხიანად დავიწყე მუშაობა

ვცდილბდი დავალება არ გადამედო შემდეგი დღვისთვის, რის შედეგადაც უფრო თანმიმდევრულად და ხარისხიანად დავიწყე მუშაობა

ჯეპრას პროექტების ასისტენტი, მარიამ გამყრელიძე 2025 წელს აფასებს. 

რომელიჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაშირა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?

2025 წელს პროდუქტიულობაში ყველაზე მეტად დამეხმარა საქმის დორული დაწყება, ვცდილბდი დავალება არ გადამედო შემდეგი დღვისთვის, რის შედეგადაც უფრო თანმიმდევრულად და ხარისხიანად დავიწყე მუშაობა.

რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?

ქცევა, რომელიც ჩემს ეფექტურობას ამცირებდა ერთდროულად ბევრი დავალების/პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იყო. ზოგჯერ, მაშინაც კი, როცა გრაფიკი უკვე გადატვირთული მქონდა, ახალ დავალებებზე თანახმა ვიყავი, რაც გავლენას ახდენდა ჩემს კონცენტრაციაზე და ენერგიაზე. ეს ყველაფერი კი ართულებდა ყველა დავალებისადმი თანაბარი ყურადღების მიქცევას.

რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?

2026 წელს ვფიქრობ, რომ დავიწყო სამუშაო დღის გეგმის წინასწარ ჩამოწერა,  პრიორიტეტების განსაზღვრა და მოცულობით დიდი დავალებების მცირე, მართვად ეტაპებად დაყოფას.