COVID-19-ის ერამ პიარში კრეატიულობა გაზარდა

COVID-19-ის ერამ პიარში კრეატიულობა გაზარდა

კრეატიულობა პიარში“ რომელიც რიგით მეშვიდე გლობალური კვლევაა გამოავლინა, რომ პიარის კომპანიებისთვისა და სპეციალისტებისთვის პანდემიამ კრეატიულობის გამოწვევები გაზარდა. როგორც კვლევიდან ირკვევა, გასული 18 თვის განმავლობაში კომპანიები კრეატიულობას უფრო და უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ.

2021 წლის რეპორტი, რომელზეც იმუშავეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა PRovoke Media, Now Go Create და FleishmanHillard გამოიკითხეს მსოფლიოს გარშემო 300 კომპანია.

ბუნებრივია, რომ წლევანდელი კვლევა პანდემიის გარშემო მომხდარი ცვლილებებისა და კრეატიულობაზე ამ ცვლილებების გავლენის შესახებ ფოკუსირდა. რესპოდენტების უმრავლესობის თქმით, კრეატიულ გადაწყვეტებზე მოთხოვნის გაზრდის პარალელურად მათ მოუწიათ საკუთარი პერსონალური კრეატიული მიდგომების გაუმჯობესება.

წმინდა კრეატიული გადმოსახედით, პანდემიამ პიარის სფეროს ექსპერიმენტების, ახალი გზებსა და მეთოდოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა მისცა.  გამოკითხვაში მონაწილეთა 70% მიიჩნევს, რომ პანდემიამ ფუნდამენტურად შეცვალა ის კრეატიული მიდგომები, რომლითაც ბიზნესების პრობლემებს წყვეტდნენ.

 

დამატებით იმ 70% გამოკითხული სპეციალისტებისა რომელბიც ფიქრობდნენ, რომ Covid-19-ი ფუნდამენტურად შეცვლის ბიზნესების პრობლემების გადაჭრის მიდგომებს, 88%-ს სჯერა, რომ კრეატიულობა უკიდურესად ან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესების გაჯანსაღებისთვის პანდემიის დასრულების შემდეგ ანუ პოსტ-კოვიდურ გარემოში. სააგენტოების 69% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან კრეატიულობას მაღალი პრიორიტეტულობა ენიჭებოდა. შესაბამისად კლიენტებიდან კრეატიულობაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

44% გამოკითხულთა ამბობს, რომ პანდემიამ დადებითი გავლენა იქონია მათ პერსონალურ კრეატიულ შესაძლებლობებზე, ხოლო 25% პირიქით, თვლის, რომ ეს გავლენა უარყოფითად აისახა მათზე. მაშინ როდესაც თითქმის ნახევარი 46% აცხადებს, რომ მოენატრა პირდაპირი კოლაბორაციები. 41% ამბობს, რომ შთაგონებულები იყვნენ სხვადასხვა კრეატიული ინოვაციებით ლოქდაუნის პირობებში და 36% კმაყოფილია იმ დამატებითი დროით, რომელიც ახალი უნარ-ჩვევების გამოსამომუშავებლად გამოეყო.

გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ პანდემია დაეხმარა მათ სააგენტოებს კრეატიულობის გაზრდაში, რაც ნიშნავს ინდუსტრიისთვის კრიზისული სიტუაციის რისკის შემცირებას.  უმცირესობის (1%) აზრით, პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა კრეატიულობას, ასევე 13%-ის მტკიცებით, Covid-19-მა უარყოფითი ეფექტი იქონია კრეატიულობაზე.

კრეატიული დირექტორების მესამედს სჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდა, ხოლო საპირისპირო მხოლოდ 18%-ს მიაჩნია.

კრეატიულობა კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა,- აცხადებს გიგანტი პიარ კომპანია FleishmanHillard-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ მარგულისი. კრეატიულობა არის ინოვაცია, ენერგია და მოქმედება – ეს ყველაფერი კი თავიდან გვარიდებს საფრთხეებს. კრიზისმა გვაიძულა გვემოქმედა და ამასთან მოგვცა თავისუფლება განვვითარებულიყავით.

მეტად კონკრეტული ხედვა კრეატიულობის გავლენებზე ჩნდება მაშინ, როდესაც კლიენტები და სააგენტოები აღწერენ იმას, თუ როგორ აისახა ლოქდაუნი იდეების ხარისხზე. დაახლოებით ნახევარი თვლის, რომ ცვლილება არ მომხდარა, ხოლო 21% ამბობს, რომ მათი იდეები გაუმჯობესდა, 28% კი დასძენს რომ იდეებზე გავლენა უარყოფითი იყო.

ამ წლის კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომ სააგენტოების კრეატიულობის დონე ძალიან მცირედით შეიცვალა, დისტანციური მუშაობის პირობების გათვალისწინებით. მართლაც, მეოთხედი (26%) რეალურად საკუთარი სააგენტოს კრეატიულობას აფასებს როგორც „შთამაგონებელს“ კოვიდის პირობებში ვიდრე მანამდე.

რაც შეეხება კლიენტების შეფასებას, მათი თქმითაც სააგენტოები ბევრად კრეატიულები არიან, ვიდრე წინა წელს.

კოლეგებს და საზოგადოებას დაცილებულმა პიარის პროფესიონალებმა გამოიჩინეს შესანიშნავი მედეგობა, რაც თავისთავად აისახა კლიენტების მხრიდან მათ შეფასებაზე.

“როგორც კვლევაშია დაფიქსირებული, კრეატიულობა ყველაზე მეტად თავს სწორედ კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს და მაშინ ხდება გამოსადეგი. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ვინაიდან გლობალურმა პანდემიამ შეაფერხა ჩვენს გარშემო ყველაფერი და ბევრ ბიზნესს საერთოდ არსებობის პრობლემა დაუდგა, აი აქ დაიწყო არატრადიციული გზების და ორიგინალური გადაწყვეტილების ინტენსიური ძებნა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია კრეატიულობის კარგი განმარტება და დასკვნების  შემდეგ გაკეთება. ჩემი აზრით, ნებისმიერი არაორდინალური გადაწყვეტილება ან პრობლემის მოგვარებისადმი განსხვავებული მიდგომა უკვე კრეატივად ჩაითვლება. საქართველოში საკომუნიკაციო ინდუსტრიას კრეატიულობის ეს „ზრდა“ უფრო მეტად ციფრული არხების და ინსტრუმენტების მეტად გამოყენებასა და დისტანციური გაყიდვებისა და პრომოუშენის განვითარებაში გამოიხატა. ანუ, ბევრი ბიზნესი მიხვდა, რომ ტრადიციული მეთოდები უკვე აღარ იყო რელევანტური და გადაერთო ბიზნესის ონლაინ წარმოებაზე, რამაც თვისებრივად შეცვალა ბევრი ბიზნესის შიდა პროცესები, მარკეტინგული კომუნიკაცია თუ კლიენტების მომსახურების სტანდარტები. სწორედ ამან გამოიწვია, ჩემი აზრით, მეტი შემოქმედებითობა ჩვენს სფეროში,” აცხადებს ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე.