წარმოიდგინეთ ერთი დღე სამსახური, ოჯახი, საყვარელი ადამიანი… თქვენ გარეშე!

წარმოიდგინეთ ერთი დღე სამსახური, ოჯახი, საყვარელი ადამიანი… თქვენ გარეშე!

წარმოდგინეთ ერთი დღე სამსახური, ოჯახი, საყვარელი ადამიანი...თქვენს გარეშე!

 

მინდა ვიყო მოტივირებული, აქტიური, ოპტიმისტი, რეალიზებული – ეს თითქოს ერთის მხრივ კარგია, თუმცა მეორეს მხრივ, ყოველთვის ჩნდება დაუკმაყოფილების, უკმაყოფილობისა თუ უკმარისობის გრძნობა… რაც ხასიათს გვიფუჭებს და… მუდამ ველოდებით „რაღაცას“ ან „ვიღაცას”….

ზოგადად, მოტივაცია, აუცილებელი დეტალია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც შეიმჩნევა ინტერესის დაქვეითება, არაეფექტური მუშაობა, არ ხდება არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება… ასეთ დროს სწორედ მაღალ მოტივაციას შეუძლია შექმნილი პრობლემების დარეგულირება… ამას ამტკცებს სხვადასხვა თეორიები თუ ამას „გვიჩიჩინებენ“ პრაქტიკოსი ფსიქოლოგები თუ ფილოსოფოსები…

მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ აქტიური მოთხოვნილების არსებობა ადამიანის მოტივირების ერთადერთი, უტყუარი და საკმარისი პირობა არ არის. არსებობს ყველაზე მთავარი – უტყუარი მოლოდინების აუცილებლობა, რაც ხშირად იმედში „გვერევა“ ხოლმე… შედეგად, ზოგჯერ გვიმართლებს, ზოგჯერ კი იმედგაცურუებულებიც ვრჩებით!

მე მაინც ჩემეულ თეორიას წარმოგიდგენთ და ვიტყვი, ჩემი უთავბოლობაც აქ იწყება!

წარმოდგინეთ ერთი დღე სამსახური, ოჯახი, საყვარელი ადამიანი...თქვენს გარეშე!

მოლოდინი ყოველთვის არ ამართლებს, თუმცა ის მდგომარეობაც აუტანელია „როცა არაფერს ელი!“ თუმცა, ამჯერადაც ვერ გავექეცი ტაბუდადებულ წეს-ჩვეულებებს, რჩევებსა თუ ე.წ. მასლოუს საჭირობებებისა და მოთხოვნილებების პირამიდას, სადაც ფიზიოლოგიური და დაცულობის საჭიროებების შემდეგ მესამე ადგილი სოციალურ მდგომარეობას ანუ სიყვარულს, მეგობრეობას და თანამშრომლობას უჭირავს. სიყვარულს მოსდევს პატივისცემა და თვითრეალიზაცია. მართალია ჩემს თეორიაში გევრდი ვერ ავუარე ფიზიოლოგიურ მოთხვონებს და მას მაინც პირველი ადგილი მივაკუთვნე, თუმცა სიყვარულს ცალკე პირამიდა „ავუგე.“ მას მოსდევს პატივისცემა, შემდეგ კი დაცულობის საჭიროებები და მიმაჩნია, რომ როცა ეს ყველაფერი სათანადო დონეზეა თვითრეალიზების კოეფიციენტიც ეფექტურია.

მჯერა ამის: „ნურავის მოლოდინით ნუ იცხოვრებ! ვინც შენს გვერდით ყოფნას შენაძენად არ თვლის, არც შენს არყოფნას მიიჩნევს დანაკარგად….“

წარმოდგინეთ…  სამსახური, ოჯახი, ყოველდღიური საქმიანობა, საყვარელი ადამიანი, მეგობრები თუ ახლობლები ერთი დღით  თქვენ გარეშე. ეს იქნება თქვენი საჭიროებების განმსაზღვრელი ტესტი: ვის და რას დააკლდით ყველაზე მეტად?! სწორედ ამის მიხედვით ააგეთ საკუთარი საჭიროებების პირამიდა!
წარმოდგინეთ ერთი დღე სამსახური, ოჯახი, საყვარელი ადამიანი...თქვენს გარეშე!
მეც წარმოვიდგინე…

ტესტს ვერ გავუძელი და ასეთ წარმოდგენებს მხოლოდ 1 წუთი დავუთმე! მხოლოდ „მან“ და ჯეპრამ ვერ გაძლო… მოიწყინა, ნერვებ დამშვიდებული და ურეაქციო გახდა… მისი მოტივაცია ნულამდე დაეცა! „ჯეპრამ“ კი მოინაკლისა „არეული მაგიდა“, მტირალა ტაკიტუკა და ის მედიაბაზა, რომელიც რეალურად, არც კომპში და არც ფურცელზე არ არსებობს და „სულ ჩემშია…“ დანარჩენებმა კი… ზოგადად, ყოველდღიურმა საქმინობამ მოძებნა კანდიდატურა და ჩამანაცვლა, ოჯახშიც ყველაფერი დალაგდა და ბედს შეეგუა… მოთხოვნილებებმა „პრoფილი“ შეიცვალა… თვითრეალიზებას კი, აზრი დაეკარგა…

და… ჩემი მოთხოვნილებების პირამიდა ასეთია: ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს უფრო აქტიურად ვუმკლავდები, როცა სიყვარული და პატივისცემა მწვერვალზეა და შესაბამისად, დაცულობის შეგრძნებაც მაღალია. ამ ყველაფრის ფონზე კი, ჩემი თვითრეალიზების კოეფიციენტი ნორმებს აღემატება!

P.S. რაღაც ავრი-დავრიე ბუნებაში არსებული კანონზომიერება, თუმცა… ზოგჯერ ესეც აუცილებელია, რაც მოტივაცას გიათმაგებს და „სისულელეების“ ჩადენისკენ გიბიძგებს!  ეს „სისულელეები“ კი დადებით შეგრძნებას გმატებს და ბედნიერს გხდის! როცა სიყვარულზე ხარ შეყვარებული… შესაძლოა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიც გადაგავიწყდეს წამიერად მაინც… არ ჭამო, არ დალიო, არ ისუნთქო კიდეც… და ბედნიერების შეგრძნებისას… თქვა „STOP” ან სულაც ჩაიფსა! 🙂
წარმოდგინეთ ერთი დღე სამსახური, ოჯახი, საყვარელი ადამიანი...თქვენს გარეშე!