ამბავი

ამბავი

ამბავი

 

-ადუღდა წყალი

-დამისხი რა

შემოვიდა ოთხაში

-დავასხი

და გავიდა

ის ჩაი იმ ღამეს არავის დაულევია. არც მერე.

ღამე რთული იყო, სიზმრის გამო

რაღაც მომენტში ტკივილმა გამაღვიძა, ოფლიანი ვიყავი და ცივი

ერთადერთი, რაც სიზმრიდან დამამახსოვრდა – სადღაც ვიყავი, გვერდით წლების წინ ნამეგობრალი ადამიანი მეჯდა.

ვიღაც მოგვიახლოვდა. ამან პირი დააღო, კბილები გველისას მიუგავდა. ფეხზე მიკბინა და არ მიშვებდა. არ ვიცოდი რა მექნა. ვიჯექი და ვფიქრობდი – ნეტა შხამი აქვს თუ ღრმა ჭრილობით შემოვიფარგლები მეთქი. მერე გაწყდა ეგ სიზმარი, ან მე აღარ მახსოვს. რომელიც არ უნდა იყოს კარგია.

დილით რომ ავდექი ის ჩაი გადავაქციე და იმავე ჭიქაში ახალი გავიკეთე.

სანამ წყალი ადუღდებოდა რომელიღაც საინფორმაციო პორტალს ვათვალიერებდი და მერეც, ჩაის სმა ლეპტოპთან გავაგრძელე.

ზოგჯერ მგონია, რომ არაფერი გვეშველება.

ბოლომდე პესიმისტი უნდა გავხდე ალბათ

მერე ნაკლებად დამწყდება გული და ვიტყვი: “აი, ხო ვამბობდი”. თან ნიშნის მოგებით ჩავიცინებ ან რაღაცას ვიზამ.

სამზარეულოდან სხვა ჭიქის ავსების ხმა შემოვიდა.

მე მაინტერესებდა, იქაც ჩაი იყო თუ ყავა.

სინამდვილეში მარტო ვცხოვრობ.