აბსტრაქტული პეიზაჟი კვადრატში

აბსტრაქტული პეიზაჟი კვადრატში

აბსტრაქტული პეიზაჟი კვადრატში

 

გიფში გამოყენებულია ნიკოლა დე სტალის ნამუშევრები (აბსტრაქტული ლანდშაფტის მხატვრობა)

აბსტრაქტული პეიზაჟი კვადრატში

ნიკოლა დე სტალი – 1914-1955

ფრანგი, რუსული წარმოშობის, აბსტრაქტული ლანდშაფტის მხატვარი.

სწავლობდა Royal Academy of Fine Arts-ში (ბრიუსელი).

30-იან წლებში მოგზაურობდა ევროპაში.

ცხოვრობდა პარიზში, მაროკოსა (სადაც შეხვდა თავის პარტნიორ, ასევე მხატვარ ჯენინ გელუს) და ალჟირში.

აბსტრაქტული პეიზაჟი კვადრატში

მეორე მსოფლიო ომის დროს დაუბრუნდა პარიზს.

1944 წელს ქონდა პირველი პერსონალური გამოფენა.

1945 წლის გამოფენებმა კი მას კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

მიუხედავად წარმატებებისა 1946 წლის თებერვალში მისი პარტნიორი ჯენინი გარდაიცვალა დაავადებით, რომელიც გამოწვეული იყო საკვების უკმარისობით.

ამავე წლის მაისში ნიკოლა დაოჯახდა.

46-ში ნიკოლამ მეგობრის, მხატვარი ანდრეი ლენსკოის დახმარებით თავის ყველა ნახატი მიყიდა ლუის კარეს.

1950 წელს მისი ნამუშევრები პირველად გამოიფინა ნიუ-იორკში, კერძო გამოფენაზე.

ეს წელი მის კარიერაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – მისი ნამუშევრები შეიძინეს ამერიკელმა და ინგლისელმა კოლექციონერებმა.

1953 წელს ნიკოლა შეხვდა ‘არტ დილერ’ პოლ როზენბერგს, რომელთანაც გააფორმა კონტრაქტი.

სტალის ნახატები იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ როზენბერგმა ფასი გაზარდა.

ამავე წელს დაეწყო დეპრესია, იტანჯებოდა ინსომნიით.

1955 წელს სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სტალი გოდარის ფავორიტი მხატვარი იყო და მისი ფილმის, ‘შეშლილი პიერო’-ს  ფერები მისი ნამუშევრებითაა ინსპირირებული http://www.imovies.ge/movies/5695

აბსტრაქტული პეიზაჟი კვადრატში