გახადეთ ყოველდღღიურობა უფრო საინტერესო/მიმზიდველი…
ვირტუალური საფრთხე…
რა დროს უთმობთ ინტერნეტს/სოციალურ ქსელებს? საკუთარ თავს/შენიანებს? და საერთოდ, პირად ურთიერთობებს/პირადულს?
პასუხი ერთნაირი/ბანალური და მარტივი/იოლია… ყველაზე დიდ /ძვირფას დროს ინტერნეტში ძრომიალ/ხეტიალში ვკარგავთ/ვხარჯავთ….
ამ ფონზე კი, რეალურ ყოველდღიურობას ვირტუალური ყოველდღიურობა ანაცვლებს…
ზოგჯერ, ერთმანეთის ნახვაც კი გვეზარება/გვბეზრდება/გვწყინდება…
არის მომენტები, როდესაც დროის გასაყვანად ინტერნეტში დღეში 3-4 საათზე მეტ დროს ვატარებთ. ცხოვრება ყოველდღე უფროდაუფრო უინტერესო ხდება. ამ ყველაფერს სიზარმაცე ემატება და კომპიუტერთან გატარებული საათებიც იზრდება.
მატულობს კომპიუტერზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვიც, რაც არამარტო ჯანმრთელობას, არამედ ხალისიან დღეებს და პირად ურთიერთობებსაც საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის.
მოკლედ….
დაფიქრდით ერთ არასასურველ მოსალოდნელ საფრთხეზე: შესაძლოა, მთელი ცხოვრება ინტერნეტთან დამოკიდებულებაში შემოგელიოს….
ცუდად ხარ? რატომღაც შენს გრძნობებს სრულიად სოციალურ ქსელს უზიარებ და ელოდები რჩევებს, კარგად ხარ და.. ამასაც „მათ“ ამცნობ!
ხვდები, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირტუალურ ურთიერთობებს და რაც არ უნდა დაღლილი ან მოუცლელი იყო, მაინც ახერხებს დაკავდე “ჩეთაობით” და ესაუბრო ნაცნობს თუ უცნობს ნებისმიერ თემაზე.
საბოლოოდ, მაინც იმედგაცრუაბამდე მიდიხარ, ვერ იღებ იმას, რაც რეალურად გესაჭიროება!
არადა, ცხოვრება ხომ მშვენიერია!
გირჩიოთ რამე?!
ცუდია, როცა ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან სალაპარკო აღარ გაქვთ…. როდესაც ხვდები, რომ ურთიერთობა, რომლის გამოც ამდენი იბრძოლე, ამდენი დათმე, ამდენი იშრომე, ნელ-ნელა გაუფერულდა/ვადა გაუვიდა! ვირტუალურმა ყოველდღიურობამ „გადაგღალა“.
დაიწყეთ საყვარელ ადამიანთან კონტაქტი არა ვირტუალურად, არამედ გამოიყენეთ ყველა არსებული საკომუნიკაციო საშუალება – დაურეკეთ, გაიგონეთ მისი ხმა, შეხვდით და დატკბით მისით და არა ფოტოს ყურებით, წერის ნაცვლად ელაპარაკეთ!
გახადეთ ყოველდღღიურობა უფრო საინტერესო/მიმზიდველი, მოსაწყენი SMS-ების/წერილების ნაცვლად…
ასე რომ, იმოქმედეთ რეალურად/გაუფთხილდით ურთიერთობებს ვირტულური მიმოწერის ნაცვლად!
P.S. მომენტი, როცა ვირტუალურობაში დაკარგული/ჩაკარგული Slash/დახრილი ხაზი რეალურზე/სასვენ ნიშანზე მეტია!
უსმინეთ უბრალოდ Slash-ს და გადაიხარეთ ვირტუალურიდან რეალური სიამოვნებისკენ!
https://www.youtube.com/watch?v=bu_sMqZyOTg