მიმდინარე კრიზისმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთანაა (COVID-19) დაკავშირებული მთელი მსოფლიო მოიცვა. პანდემიის საერთო ზეგავლენა კვლავაც დამოკიდებულია ჯანმრთელობის მთელ რიგ შედეგებზე, ეკონომიკურ შედეგებზე, პოლიტიკურ ზემოქმედებასა და მოსახლეობის პრობლემებზე. რაც ასახულია სოციალურ ქცევებსა და ოჯახურ პრობლემებში. მიმდინარე ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში კომპანიებსა და ორგანიზაციებს დასჭირდებათ სხვადასხვა სცენარების შემუშავება, რომლებშიც გარკვეული ფორმით წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სიტუაციის ესკალაცია.
არსებობს 5 ვაქცინა კრიზისული კომუნიკაციისთვის. რომელიც ერთ-ერთი გლობალური წამყვანი საკომუნიკაციო სააგენტომ, FleishmanHillard Thailand-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, პარტნიორმა და გენერალურმა მენეჯერმა, Sophis Kasemsahasin კორონავირუსის დროს წარმოადგინა. ესენია:
ვაქცინა 1: გამოიყენეთ მიდგომა ორიენტირებული დაინტერესებულ მხარეებზე.
მიმდინარე ეპიდემიური აფეთქების დროს კომპანიებმა კომუნიკაციის პროცესში უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებულ მხარეთა მრავალფეროვანი და ზოგჯერ, წინააღმდეგობრივიც, მოთხოვნები, საჭიროებები და პრობლემები. დაინტერესებულ მხარეთა ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან თანამშრომლები, მომწოდებლები, კლიენტები, პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი გაერთიანებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები, აზრის ლიდერები, პოლიტიკოსები და ა.შ.
ვაქცინა 2: მიჰყევით საერთაშორისო და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და სიტუაცია შეაფასეთ შესაბამისად.
ვინაიდან ეს მოცემულობა უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნებისმიერი ერთი ორგანიზაცია ან დაწესებულება, კომპანიებმა უნდა გაიაზრონ არსებული სიტუაცია, სადაც ისინი ყველა ერთად „ეჯახებიან“ ამ რეალობას პირისპირ. ჯანდაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანოები, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, ყველა ეს უწყება და ნებისმიერი სტრატეგიული განცხადება, პროტოკოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმციის წყარო და სახელმძღვანელო, თუ როგორ შეუძლია კომპანიებსა და კერძო პირებს შესაძლო დაინფიცირებისგან პრევენცია.
ვაქცინა 3: გამოიყენეთ ფასეულობები, თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა, როგორც გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო.
როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც საფრთხის ქცვეშ აყენებს ორგანიზაციას და მისი კლიენტების ინტერესებს, ფასეულობები და ღირებულებები წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიღებისას საკვანძო და მნიშვნელოვან ელემენტს. მოსალოდნელია, რომ დღეს ორგანიზაციები მეტად ვიდრე ოდესმე, იმოქმედებენ იმ მიზნით, რომელიც დააბალანსებს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. კომუნიკაციის პროცესში მმართველი რგოლისთვის, მენეჯმენტის გუნდისთვის მნიშვნელოვანია თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის დემონსტრირება, ვინაიდან ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება იმოქმედონ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ შედეგებზე.
ვაქცინა 4: მიიღეთ ინფორმაცია. გადაწყვიტეთ სწრაფად და გქონდეთ ზუსტი და მკაფიო კომუნიკაცია .
არათანმიმდევრული, შეფერხებული, დაუზუსტებელი, წინააღმდეგობრივი ინფორმაციის არსებობა იყო და იქნება ამ სიტუაციის დამახასიათებელი ნიშანი. ნათლად განმარტეთ, დააზუსტეთ თქვენს ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი და, ასევე, მასში მონაწილეები ადგილობრივი, რეგიონალური და გლობალური უფლებამოსილებებით.
ხშირად ხდება ისე, რომ კომუნიკაციებს სჭირდება წამყვანი მენეჯმენტის არჩევა კრიტიკულ სიტუაციაში. ამასთან, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ცრუ სიახლეების მიღებას ან ჭორებს გადაწყვეტილების მიღების დროს, რადგან ამან შეიძლება მიგვიყვანოს პანიკამდე ისედაც მუდმივად გაურკვეველ ვითარებაში. გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ მოთხოვნა ინფორმაციაზე და ორგანიზაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ განცხადებაზე, როგორიცაა ცვლილებები სამოგზაურო პოლიტიკაში, სამუშაო გრაფიკი, ავადმყოფობის ან ოჯახური შვებულებებთან დაკავშირებული პოლიტიკა და სხვა მოვლენებზე, რომლებიც მოქმედენენ კომპანიის მუშაობის გაგრძელების გეგმაზე (Business Continuity Plan) მნიშვნელოვნად იმოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე.
ვაქცინა 5: აღიარეთ გართულებებისა და ოპონირების არსებობის პოტენციალი.
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა “ყველა ერთად არის“ ჯანმრთელობის ამ ახალი გლობალური საფრთხის წინაშე, ზოგიერთი მოწინააღმდეგე ან გარკვეული დაინტერესებული მხარეები მაინც ისარგებლებენ სიტუაციით ან თავდაცვით იმოქმედებენ. მაგალითად, ორგანიზებულ პროფკავშირებს შეიძლება სურდეთ პირისპირ ისაუბრონ საზოგადოებასთან თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის რისკების სახელით; კონკურენტებმა შეიძლება გაავრცელონ ჭორები თქვენი მიწოდების ქსელის ან მომსახურების შესაძლებლობების შესახებ; ბიზნესპარტნიორები ან მთავრობა „დაზარალებულ ლოკაციებზე“ შეიძლება არ ეთანხმებოდნენ მათი სიტუაციის თქვენეულ აღწერას ან ჯანმრთელობაზე რეაგირებას და ა.შ.. იქ, სადაც ეს შესაძლებელია, წინასწარ განიხილეთ სხვა მხარეებთან ურთიერთობა თანამშრომლობის კუთხით. თუ არა და, მინიმუმ გაითამაშეთ თქვენი ტრადიციული ოპონენტების ან სხვა დაინტერესებული მხარეების მოსალოდნელი რეაქცია. როგორ შეიძლება ის, რასაც ამბობთ – აღქმული და გაგებული იქნას არასწორად ან კონტექსტიდან ამოვარდნილად? ნუ გაუდვილებთ მათ ისარგებლონ სიტუაციით.
საკომუნიკაციო სააგენტო FleishmanHillard ურჩევს თავის კლიენტებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინდუსტრიულ სექტორში, თუ როგორ უნდა შეაფასონ მოლოდინები და იურთიერთონ ამ წარმოქმნილ გლობალურ სიტუაციაში. “COVID-19 კრიზისული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის” მეშვეობით, მისი კრიზისის მრჩევლები მსოფლიოს 80-ზე მეტ ოფისში, თავის კლიენტებს უწყვეტად აწვდიან თავიანთ განახლებებს და რეკომენდაციებს მუდმივად ცვალებადი სიტუაციების შესახებ.
ის მოუწოდებს კომპანიებს, მიიღონ ეს ხუთი სტრატეგიული ვაქცინა თავიანთი კრიზისული კომუნიკაციებისთვის.