ჩემი საშობაო მუსიკა

ჩემი საშობაო მუსიკა

ჩემი საშობაო მუსიკა

 

2017 წლის წინ, როცა ქრისტიანთა რწმენით მაცხოვარი იშვა შინაური ცხოველების ბაგაში, მასთან ერთად გაჩნდა კიდევ ერთი, არანაკლებ დიდი ძალა – იმედი. იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთ იქნება. ასე რომ, შობა-ახალ წელს ნაძვის ხის მორთვა, ათასნაირი ტკბილეული და კორპორატიული თუ ქვეყნის მასშტაბით ნათამაშები “სიქრით სანტა” აზრს კარგავს, თუ ამ დღესასწაულის აღმნიშვნელ ადამიანებს იმედი არ აქვთ.

პირადად მე, არაფერი ისე არ შემმატებს ხოლმე საშობაო განწყობას და უკეთესის იმედს, როგორც ჩემი საყვარელი ქართული თუ უცხოური საშობაო მუსიკა. ამ პოსტით ყველას გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს, გისურვებთ იმედების ასრულებას და ყოველივე კარგს. იმ ადამიანების კარგად ყოფნაც მინდა, რომლებსაც უყვარხართ და რომლებიც თქვენს ცხოვრებას აზრს აძლევენ. ახალი წლის საჩუქრად კი გიძღვნით ჩემს ყველაზე ლამაზ ციფრულ კოლექციას – ჩემს საშობაო მუსიკას.

ეს ნამდვილი შობის ღამეა…

შობის დილა კი ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია:

 

 

ახლა გადავიდეთ საშობაო კონცერტზე, რომელიც ჩემი თინეიჯერობის ერთ-ერთი ულამაზესი მუსიკალური მოგონებაა. პირველად სამი ტენორის საშობაო კონცერტს 2004 წლის მიწურულს მოვუსმინე და ვიდეოკასეტაზე ჩავიწერე. იუთუბი მაშინ არც არსებობდა. ასე რომ, ის ვიდეოკასეტა ერთ-ერთი უსაყვარლესი საახალწლო რამ იყო, რაც გამაჩნდა. ახლა ყველაფერი ხომ ისე ადვილია 🙂

https://www.youtube.com/watch?v=HNl7SxhAJB0

 

2009 წელს ანდრეა ბოჩელიმ და დევიდ ფოსტერმა მოსცხეს საოცრად მაგარი საშობაო კონცერტი კოდაკის თეატრში. ეს არის მუსიკალურად ულამაზესი და ვიზუალურად ყველაზე დახვეწილი მოვლენა კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის შესრულებით. თქვენს ფეშქაშში იყოს ესეც.  🙂

https://www.youtube.com/watch?v=3qE83VXqFQA

 

ვისაც ნამდვილი, მართლა ტრადიციული საშობაო carol-ები გაინტერესებთ და გიყვართ, ჯესი ნორმანის 1988 წლის კონცერტს გირჩევთ. ეს ჩანაწერი ჩემი ხნისაა და ულამაზესია. 🙂

 

ამავე სტილშია ახალგაზრდა და ქორფა ლუჩანო პავაროტის 1978 წლის საშობაო კონცერტი, რომელიც მონრეალში გაიმართა.

https://www.youtube.com/watch?v=LnoIZ_RzV9M

 

კიდევ, რა? ოჰ, რა თქმა უნდა, Home Alone-ის უსაყვარლესი მუსიკა, რომლის ავტორიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი, ხუთგზის ოსკაროსანი ჯონ უილიამსია. 🙂

 

დაბოლოს, რა თქმა უნდა, შობა არ მოვა ამ ადამიანების განუმეორებელი ალბომების გარეშე. ისიამოვნეთ 😉

https://www.youtube.com/watch?v=LvWBz1pLXps

 

P.S. Merry Christmas & Happy New Year <3