ჯეპრას კონსულტანტი, მარიამ ყალიჩავა 2019 წელს აფასებს.
სიახლეებით და გამოწვევებით სავსე წელი იყო. მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტებით დატვირთული.
განსაკუთრებულად, ინდივიდუალურად ვუდგებით ყველა იმ პროექტს რაზეც ვიწყებთ მუშაობას. შესაბამისად თითოეული განხორციელებული პროექტი საინტერესო და განსხვავებულია, რაც ძალიან გზრდის როგორც პიროვნულად ასევე კომპეტენციის კუთხით.
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?
მგონია რომ შევძელი, თუმცა არასოდეს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, მუდმივად ვცდილობ რომ განვითარდე და ახალი უნარები შევიძინო, კომპეტენცია ავიმაღლო.
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული და მრავალფეროვანი წელი ჰქონდა ჯეპრას, რაზეც პროექტების სიმრავლე და კმაყოფილი კლიენტების შეფასებები მეტყველებს.
2019 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღე რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა პიროვნული განვითარების კუთხით. მინდა, რომ 2020 ძალიან აქტიური და დატვირთული იყოს. გავიზარდო პროფესიული კუთხით, შევიძინო ახალი უნარები და ჩავერთო ბევრ პროექტში.
რთული წელი იყო ბიზნესისთვის და შესაბამისად ეს ჩვენს სფეროზეც აისახა. 2020 მნიშნველოვანი გამოწვევებით სავსე იქნება, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ!