სასიამოვნოა როცა ჩემი საყვარელი გუნდი, მიუნხენის ბაიერნი, ცხრილის სათავეშია!
მართალია ეს სატურნირო ცხრილი არ არის, მაგრამ აქაც დაუმსახურებლად ვერ აღმოჩნდები პირველ ადგილზე.
მოკლედ, საქმე ფეხბურთს, უფრო სწორად საფეხბურთო ბრენდებს ეხება. ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრობა, ისევე როგორც ზოგადად დამოკიდებულება ბრენდებისადმი, მეტწილად, ემოციური და ირაციონალური მოვლენაა და ნამდვილი გულშემატკივრის გუნდისადმი ერთგულება არც ფინანსურ და ხშირად, არც სატურნირო მიღწევებზე არ არის დამოკიდებული.
მაგრამ სპორტი უკვე დიდი ხანია ინდუსტრიად იქცა და ცალკეული გუნდები და პიროვნებებიც ბრენდებად. ზოგადად საკამათოა რა შეიძლება შეფასდეს და რა რჩება შეფასების მიღმა. ის რასაც თანხობრივი ექვივალენტი შეიძლება მოუძებნო, brand finance-მა დათვალა და 896 000 000 დოლარად შეაფასა.