არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე დახვეწილი აღზრდაც კი შეიძლება ბავშვის პიროვნების დეფორმირებას იწვევდეს. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რამდენად დიდი ტრამვა შეიძლება მიაყენონ პატარას არასწორი მოპყრობითა და დამოკიდებულებით.
აუცილებელია, ბავშვებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, ვასწავლოთ ცხოვრება და სიძნელეების დამოუკიდებლად მოგვარების გზები. თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და ვერ გარკვეულა თავის პრობლემებში, რთულია სამყაროსთან შეგუება და ადაპტირება.
შედეგად, ჩვენი მშობლების პრობლემები აისახება ჩვენზე და სერიოზულ კვალს ტოვებს.
არ შეიძლება, ბავშვს მუდმივად მივუთითებდეთ „მზა ქცევებისკენ“, ვერეოდეთ შვილების ცხოვრებაში. მშობლები ასე იქცევიან იმიტომ, რომ თვლიან „აქვთ ამის უფლება“. ბავშვი მუდმივად მანიპულირების მსხვერპლი ხდება. არადა, აუცილებელია ბავშვს მივცეთ საშუალება დაუშვას „თავისი, საკუთარი“ შეცდომები და დავუტოვოთ თავისუფალი ნების უფლება. იყვნენ ”ისეთები, როგორებიც არიან” და ხელი არ შევუშალოთ თვითრეალიზაციასა და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებაში.
ზოგჯერ, დედობრივ სიყვარულს აქვს ფანატიზმის სახე და სულაც აღარ ჰგავს სიყვარულს. მშობლების და შვილების ურთიერთობაში არსებულ სხვადასხვა ტიპიურ ფსიქოლოგიურ პრობლემებს: მშობლების არარეალიზებულ სურვილებს, ზედმეტ სიმკაცრეს, მუდმივ კონტროლს და გადაჭარბებულ დაცვას და მზრუნველობას – სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
დაფიქრდით მშობლებო, სწორად იქცევით?
პ.ს. გაუხალისეთ ცხოვრება შვილებს და დაეხმარეთ საკუთარი შესაძლებლობების ადექვატურად შეფასებაში.