თემთან კომუნიკაცია

თემთან კომუნიკაცია

ადგილობრივ თემებთან სწორი და გამართული კომუნიკაცია, მათი ინტერესების გათვალისწინება და კონსენსუსის მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ბრენდისა და ორგანიზაცისთვის.

დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.  ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებებით, მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყალიბდება პატივსაცემი ურთიერთობები, რომელიც საფუძველს აძლევს ორგანიზაციებს გაიმყარონ რეპუტაცია და შეუფერხებელად აწარმოონ საქმიანობა.

ჩვენი გამოცდილება არ შემოიფარგლება პროცესში მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გატარებით. ჩვენ გვაქვს წარმატებული გამოცდილება ხელისუფლებასთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მათი ადგილობრივ თემებთან ურთიერთობების დამყარებისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების კუთხით.

  • ჩვენი სპეციალისტები გამოირჩევიან სათემო მობილიზაციის, ადგილობრივი ინიციატივების წახალისებისა და ადვოკატობის კამპანიების წარმოების უბადლო უნარ-ჩვევებით.
  • ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მათ სამიზნე ჯგუფებთან და ადგილობრივ თემთან ჰარმონიული და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობის განვითარებაში
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ სხვადასხვა საკომუნიკაციო ღონისძიებისა და აქტივობების განხორციელებას, რაც მიმართულია თემის ინფორმირებას და მასთან დიალოგის წარმართვისკენ

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს ადგილობრივ თემებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

თემთან ურთიერთობა – პროდუქტები

  • თემის საჭიროებათა კვლევის ანგარიში
  • თემთან ურთიერთობის სტრატეგია
  • სათემო მობილიზაციის კამპანიები
  • თემის საჭიროებებზე მიმართული კორპორაციული პასუხისმგებლობა
  • თემის ჩართულობის პროექტები