იყო და არა იყო რა, იყო ასეთი რუსი მეცნიერი და კვლევარი მიხაიალ ბახტინი, რომლის ნამუშევრებმაც საბჭოთა კავშირის პერიოდში დიდი აღიარება ვერ მოიოპოვა, თუმცაღა ის ძალიან აქტიური იყო 1920-ანი წლების პერიოდში.
ბახტინი დღევანდელ სლავისტიკაში და ზოგადად შედარებითი ლიტერატურის დარგში ითვლება ერთ-ერთ ბუმბერაზ ფიგურად. თუ თქვენს რეზიუმეს წარადგენთ ლიტერატურაში სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად და ბახტინის გვარი გაქვთ ნახსენები კვლევებში, აუცილებლად მოწიწებით მოეპყრობიან თქვენს კანდიდატურას, რადგან ის არ ითვლება მარტივად გასაგებ კრიტიკოსად.
სწორად ბახტინს ეკუთვნის იდეა დოსტოევსკის რომანების პოლიფონიურობის შესახებ, რომელიც მან თავის მაგნუმ ოპუსში “დოსტოევსკის პოეტიკის საკითხებში” ჩამოაყალიბა. პოლიფონიურობაში იგულისხმება ის, რომ ცალკეული პერსონაჟის ხმა ჩაესმის მკითხველს და ბოლომდე არის გადმოცემული. ბახტინის მიხედვით, დოსტოევსკის ტექსტის გენიალურობა უპირველეს ყოვლისა მის პოლიფონიურობაში გამოიხატებოდა.
თავი რომ არ მოგაბეზროთ ლიტერატურული გადახვევით, გადავალ პირდაპირ “თავდაყირა სამყაროს” თეორიაზე, რომელიც, ჩემი აზრით, შედარებით მარტივი გასაგებია, რადგან დღევანდელ პუბლიცისტიკაში “15 პუნქტი წამრატებული ქოწინებისთვის” პოპულარული სტატიების სტილში აქვს ბატონ ბახტინს 14 პუნქტად ჩამოყალიბებული.
მაშ ასე, “თავდაყირა სამყაროს” ჟანრს ჰქვია მენიაპური სატირა, ჩვენს წელს აღრიცხვამდე მე-3 საიკუნეში მცხოვრებ ვინმე ბერძენი ფილოსოფოსი მენიპუსის საპატივცემლოდ და ის შედგება შემდეგი პუნქტებისგან:
დავასრულე თუ არა ამ პუნქტების თარგმანი და ჩამოთვლა, კიდევ ერთხელ დარწმუნდი, თუ როგორ მომწონს ხელოვნების ეს უძველესი ჟანრი, რომელიც ბახტინმა ასე ცალსახად ახსნა.
პიგმალეონის გამოძერწილი გალატეას სკულპტურაც, რომელიც შემქმენლს შეუყვარდება და მას სიყვარულის ქალღმეთი ვენერა გააცოცხლებს, მენიაპური სატირის ჟანრია. დაუკვირდით: გაცოცხელბული ქანდაკება, რომესლაც სიყვარულის უნარი აქვს. ქვის მატერიიდან ხორცის მატერიაში ტრანსფორმირება — ჩვეულებრივი ფანტასტიკაა. ჟან ლეონ ჟერომმა სწორედ ეს სცენა გადმოსცა თავის 1890 წლის ცნობილ ტილოზე.
უფრო მეტსაც გეტყვით, 2014 წელს გამოშვებული მექსიკელი რეჟისორი ინიარიტუს ‘ბერდმენი’ ანუ ‘კაცი-ფრინველიც’ მენიაპური სატირის კანონებითაა გადაღებული. ის ეთამაშება სხვადასხვა ჟანრს, დასცინის ‘ბეტმენის’ ფანტასტიკას, მაგრამ ამასთან თვითონ იყენებს ფანტასტიკის ხერხებს პაროდიის დროს და ამ გზით ითრევს მაყურებელს, რათა, თავდაყირა სამყაროს გროტესკის თანამოზიარე გახადოს ის. (იხილეთ პუნქტი 12).
მაშასადამე, დღეს მე გიამბეთ არაჩვეულებრივი ჟანრის შესახებ, სადაც სიტყვა “არა-ჩვეულებრივი” პირდაპირი მნიშვნელობით ვიგულისხმე და არა იმ გაგებით, რომლითაც აღტაცებული მამიდები ამკობენ თავის საყვარელ ძმიშვილებს.
გაითვალისწინებთ თუ არა ამ 14 პუნქტს, როცა ხელოვნების ახალ ნამუშევარს შეაფასებთ, თქვენზეა დამოკიდებული — იქნებ ის მენიაპური სატირაა და არა მორიგი ჰოლივუდური სისულელე, როგორადაც თავდაპირველად გეჩვენათ?
P.S. დავამატებ, რომ თუ გსურთ ბახტინის გაგებით კლასიკური მენიაპური სატირის ტექსტის წაკითხვა, იხილეთ დოსტოევსკის მოკლე მოთხრობა “Бобок”, რომელშიც მკვდარი ცხედრები (დიახ, ცხედრები და არა სულები) ერთმანეთთან ფანტასტიურ დიალოგში ერთვებიან.