სტრატეგიული დაგეგმვა

სტრატეგიული დაგეგმვა

ორგანიზაციის სტრატეგია წარმოადგენს მისი არსებული მმართველი გუნდის ხედვას, თუ სად ვართ, სად გვინდა ვიყოთ და როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ მიზნებს. სტრატეგიაზე დაფუძნებული მართვა, გვაძლევს საშუალებას ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობა წარვმართოთ სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომით, რათა დადგენილი პერიოდულობით და კრიტერიუმებით შევაფასოთ ორგანიზაციის და გუნდის წევრების ინდივიდუალური შედეგები, გამოვავლინოთ მიღწევები და გამოწვევები, დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.

„ჯეპრას“ სტრატეგიული დაგეგმვის გუნდის დახმარებით, თქვენ შეძლებთ:

  • შეაფასოთ არსებული მდგომარეობა როგორც შიდა, ასევე გარე ჩართული მხარეების ხედვის საფუძველზე;
  • ორგანიზაციის გუნდის წევრების ჩართულობით გამოავლინოთ ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები; შეიმუშაოთ გრძელვადიანი ხედვა და განსაზღვროთ მისია;
  • შეაფასოთ თქვენი ჩართული მხარეები (stakeholders) და მოახდინოთ მათი დატანა რუკაზე (stakeholder mapping);
  • დაისახოთ კონკრეტული და გაზომვადი მიზნები და ამოცანები, რომელიც დაგეხმარებათ მისიის შესრულებასა და ხედვის რეალიზებაში;
  • შეიმუშაოთ დეტალური სამოქმედო გეგმა და განსაზღვროთ თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები;
  • განსაზღვროთ სტრატეგიის შესრულების მონიტორინგის და შეფასების პერიოდულობა და კრიტერიუმები;
  • უზრუნველყოთ მიღწეული შედეგების კომუნიკაცია გუნდის წევრების, დაინტერესებული მხარეების და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.