2021-მა წელმა დაგვანახა, რომ პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ არ არის ჩვენი მსოფლიოს დღის წესრიგში და ჩვენ – ადამიანებიც ვცდილობთ მას შეძლებისდაგვარად მოვერგოთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის დასაწყისში კომპანიებმა დაიწყეს ახალ, „ჰიბრიდულ“ მუშაობის სტილზე გადასვლა, რაც გულისხმობს თანამშრომლების ნდობის მოპოვებას, ჯანმრთელი და მეტად ჩართული გარემოს შექმნის გზით.
რა არის ჰიბრიდული მოდელი და როგორ მუშაობს ის?
როგორც სახელიდან ჩანს, ჰიბრიდული მოდელი არის ონლაინ და ოფისიდან მუშაობის ნაზავი, რომელიც ფოკუსირდება „სწორ დროს სწორი საქმის“ გაკეთებაზე.
ეს არის ცვალებადი სისტემა და კონცეფცია ანუ არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა და ნაბიჯი, რომელსაც გავყვებით. ჰიბრიდულ მოდელს კომპანიები თავიანთი თანამშრომლების უკუკავშირისა და საჭიროებების მიხედვით აყალიბებენ.
არსებობს უკვე ადაპტირებული მოდელები, მაგალითად:
ონლაინ მოდელი – ოფისის თანამშრომლების 100% მუშაობს ონლაინ და ყველა ტიპის შეხვედრა ხორციელდება დისტანციურად.
ოფისი პერიოდულად – ეს მოდელი დაფუძნებულია მაქსიმალურად ონლაინ მუშაობაზე, თუმცა გარკვეული შეხვედრები კვლავ პირდაპირ ოფისში გადმოინაცვლებს. მოდელი კარგი არჩევანია სოციალური მოტივაციის ასამაღლებლად.
ოფისის მოდელი – ტექნიკურად ორგანიზაცია ამ მოდელში თანამშრომელბს აძლევს ონლაინ მუშაობის საშუალებას, თუმცა მენეჯმენტისთვის მისაღები ოფისიდან მუშაობაა.
წინა წელს განხორციელებული მრავალი ცვლილებისა და თანამშრომლების სამუშაო ადგილის ადაპტაციის დონის გათვალისწინებით, კომპანიების ლიდერებმა აუცილებელია გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები, რათა ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა თანამშრომლებისთვის მარტივად განხორციელდეს.
ღია, გამჭირვალე, და ეფექტური კომუნიკაცია ლიდერების მხრიდან:
ხუთ დღიანი ოფისის კვირები წარსულს ჩაბარდა. თუ გსურთ ჰიბრიდულ მოდელზე გადახვიდეთ, აუცილებელია თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
ჩაატარეთ რეგულარული შეხვედრები.
წაახალისეთ უკუკავშირი.
შეინარჩუნეთ ეფექტური კომუნიკაცია.
სამართლიანობა და ჩართულობა ონლაინ და ოფისში მომუშავე თანამშრომლებისთვის
წარმატებისთვის აუცილებელია გავიგოთ რა სურს თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ კომპანიაში გადაწყვეტილებები სამართლიანად მივიღოთ.
შემდეგი პუნქტები დაგეხმარებათ, არსებული სიტუაციის გადახედვასა და იმ აქტივობების დაგეგმვაში, რომელსაც თანამშრომელთა მიმართ გაატარებთ.
დააბანდეთ სწავლასა და განვითარებაში.
უზრუნველყავით ინფორმაციის, სიახლეებისა და რესურსების ხელმისაწვდომობა
კულტურა
ამდენ ცვლილებასთან ერთად, ორგანიზაციის კულტურა პრიორიტეტულობას კარგავს. თუმცა კულტურის შენარჩუნება ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შემდეგი სტრატეგიების საშუალებით შეძლებთ კულტურის შენარჩუნებას.
განსაზღვრე.
იმ დროს, როცა თანამშრომლები დამსაქმებლებისგან უფრო მეტს მოელიან, მნიშვნელოვანია მენეჯმენტმა იპოვოს და განახორციელოს ისეთი გადაწყვეტები, რომელიც თანამშრომლებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.