კვებისა და სასმელი პროდუქტების პიარი

კვებისა და სასმელი პროდუქტების პიარი

კვებისა და სასმელი პროდუქტების წარმატებას ბაზარზე მომხმარებლების მხრიდან დამოკიდებულებები და აღქმა მნიშვნელოვნად განაპირობებს. ემოციური კავშირის დამყარება სამიზნე ჯგუფებსა და ბრენდს შორის მუდმივი და სწორი კომუნიკაციით მიიღწევა. აუდიტორიის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების შესწავლა და ანალიზი, მედიასთან ურთიერთობა და საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ნაწილიც რეპუტაციის მართვა და შენარჩუნებაზე ზრუნვაა, კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება – სასმელებისა და კვების სფეროში მოღვაწე კომპანიების საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის  ნაწილია, რომელიც სისტემურ მართვას, მონიტორინგსა და განვითარებას საჭიროებს.

ჯეპრას გუნდის წევრებთან ერთად, თქვენ შეძლებთ:

  • შეისწავლოთ გარემო და სამიზნე ჯგუფები, მოახდინოთ კომპანიასთან კლიენტის შეხების წერტილების შეფასება და ანალიზი
  • შეიმუშაოთ და განახორციელოთ თქვენს სამიზნე ჯგუფებზე მიმართული ეფექტიანი და ინოვაციური საკომუნიკაციო სტრატეგია
  • დაგეგმოთ და განახორციელოთ ციფრული და მედია კამპანიები
  • შექმნათ და მართოთ კონტენტი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, დაამყაროთ ემოციური კავშირი მომხმარებლებთან და ხელი შეუწყოთ მათი ლოიალურობის ზრდას
  • დაამყაროთ მჭიდრო და თანამშრომლობითი ურთიერთობები მედიასთან და ბლოგერებთან
  • თქვენი ხედვიდან და პოზიციონირებიდან გამომდინარე, შეარჩიოთ და გარშემო შემოიკრიბოთ აზრის ლიდერები, რომლებიც გავლენას მოახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხებზე
  • შეიმუშავოთ ანტიკრიზისული პაკეტი და საჭიროების შემთხვევაში მართოთ კრიზისები