იაპონური თვე: 5 რატომ

იაპონური თვე: 5 რატომ

მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. 

ამჯერად წარმოგიდგენთ ფაქტობრივი პრობლემის წარმოშობის სისტემატიზებული ძიების ინსტრუმენტს: “5 რატომ”

ტერმინი შემოიღო საკიტი ტოიოდამ (ტოიოტას დამფუძნებელმა) 1930-იან წლებში.

გამოიყენება პრობლემების ანალიზის პროცესში და მათი წარმოქმნის პირველწყაროს მოძიებისთვის.

მიზანი

პრობლემის წარმოშობის რეალური მიზეზების დასადგენად და მისი ეფექტიანად გადაჭრისათვის გამოიყენება

არსი

მეთოდი ეფექტური ინსტრუმენტია კონკრეტული პრობლემის წარმოქმნის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად. ყოველი „რატომ“-ის გამოყენების ლოგიკა, პრობლემის გამომწვევი ფაქტორების თანმიმდევრულად დაკავშირებული ჯაჭვის გახსნაა.

სამახსოვრო

1. პრობლემის სტრუქტურის საკვანძო მიზეზების გამოვლენა, ანალიზი და გაცხადება, მაკორექტირებელი მოქმედებების დაგეგმვის დაგეგმვის წინაპირობაა.
2. სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, მნიშვნელოვანია კითხვების სწორად ფორმულირება.
3. პრინციპი „5 რატომ“ შეიძლება გამოიყენოთ დამოუკიდებლად, აგრეთვე სხვადასხვა მეთოდების შემადგენელ ნაწილადაც. მაგალითა, 6 სიგმას, მიზეზ-შედეგბრივი დიაგრამების (მ.შ. იშიკავას დიაგრამის) შედგენისას.
4. პრინციპი „% რატომ“ ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთი პრობლემების გადაჭრისა, რომელიც ადამინურ ფაქტორებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება.
5. ვიყენებთ საკომუნიკაციო აუდიტის, ანტიკრიზისული კომუნიკაციებისა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს.

ილუსტრაციის ავტორი: ლილუ ბირკაძე