ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, გიგა ხარებავა 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?
ერთი მხრივ, „ახალი რეალობა“ პროფესიული საქმიანობისთვის არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც თავიდან ჩანდა. ვთვლი რომ შევძელით ადაპტირება. დისკომფორტის გრძნობა მაინც არის, ოღონდ უფრო ემოციური ტიპის, ვიდრე საქმინობაში ხელის შეშლით გამოწვეული. გაცილებით სერიოზული პრობლემა ზოგადი მდგომარეობაა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ სფეროზე ნეგატიურად აისახება.
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე
ვეხმარებით ორგანიზაციების მიაწოდონ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია, ან დამყარონ უკუკავშირი მიიღონ და გაიაზრონ გარკვეული ინფორმაცია. ზოგჯერ იმაშიც, რომ გააცნობირონ თუ რისი თქმა უნდათ და რა როლი შეიძლება ქონდეთ საზოგადოებაში.
გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარ კონსულტანტისათვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა
გამოწვევები ორი სახის შემხვედრია. ერთი უფრო საქმიანობის პირველ ეტაპზე, როცა ფაქტიურად მოქმედებაში ვსწავლობდი. ყველა პროექტს რაღაც ახალი მოჰქონდა. პირველი საკომუნიკაციო სტრატეგიის დაწერა, პირველი ღონისძიების ორგანიზება, პირველი ბრენდინგი და ა.შ. ბოლო პერიოდში გამოწვევა უფრო იმ პასუხისმგებლობაშია, რაც გულსიხმობს პროექტის სრულფასოვნად შესრულებას, რადგან მისი ღირებულება ძალზედ მაღალია. მათ შორის ზოგი საზოგადეობისთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ზოგი მაღალი სტატუსის და რეპუტაციის ორგანიზაციას, ზოგი უკვე ჩამოყალიბებული, თუ დამწყები ბიზნესის წარმატებას.
დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ
პირველ რიგში, არა კონკრეტული ადამიანი, არამედ ჩემი საყვარელი გუნდი, მიუნხენის ბაიერნი მინდა დავასახელო, იმის გათვალსიწინებით თუ რა ტრიუმფალური სეზონი ქონდა 2020-ში მგონი მეპატიება პატარა წესების დარღვევა; მეორე, დეივ მასტეინი.. მუსიკისი (ვისაც მეტალი მოსწონს ალბათ ეცოდინება, დანარჩენებს ვურჩევ გუგვლას ნუ დაიწყებთ, მაინც არ მოგეწონებათ); და მესამზე კახას დავესესხები და დრობიშევსკის ლექციებმა მეც გამიტაცა.