ძალიან სუბიექტური პოსტი

ძალიან სუბიექტური პოსტი

ძალიან სუბიექტური პოსტი

ნეგატივი თუ ნეგატიური? (როდესაც არ გინდა რამე კონკრეტულზე წერო, მითუფრო, როცა წერა ნამდვილად შენი სტიქია სულაც არ არის)

ძალიან სუბიექტური პოსტი გამოვიდა.  ვაკონკრეტებ ყოველი  შემთხვევისთვის, რადგან თავისუფალი აზრის გამოთქმა დემოკრატიის – ოპოზიციაა, ჩემი აზრით.

ნეგატივი თუ ნეგატიური? ორივეს ერთი სათავე აქვს, მაგრამ ამავე დროს სხვადასხვა დატვირთვა. ნეგატივი შეიძლება საზოგადოებაში წარმოიქმნას, მაგრამ ნეგატიური უკვე ამ ნეგატივის პროდუქტია, ჩვენი არჩევანია განვავრცობთ მას თუ არა.

ძალიან ჭირს ამ ბოლო დროს თავისუფლად აზრის გამოთქმა, რადგან ამ აზრს უმეტესწილად ნეგატივი უპირისპირდება.

მაგალითებში განვიხილავ რა არის ნეგატივი და ნეგატიური?

რაც უცბად მომაფიქრდა:

შეეხო საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, მითუფრო, როცა ვინმე საკუთარ თავზეც მიიღებს ამას = ნეგატივს + უსასრულო ნეგატიურს, სანამ ის პიროვნება ამას არ მოინელებს;

თეთრზე თქვა შავი, როცა ასეთ განწყობაზე ხარ = ნეგატიურს;

დახუთულ ტრანსპორტში გააღებინო ფანჯარა = ნეგატიურს;

შეეწინააღმდეგო „უფროსი“ თაობის ადამიანს, როცა შენი აზრი ობიექტურია და არ სცილდება ნორმას = ნეგატივს;

საქართველოზე მაგარი ბუნებაც არსებობს = ნეგატივს;

რელიგია არ გულისხმობს აზრის არ ქონას = ნეგატივს;

ბედნიერება შესაძლებელია ტანჯვის გარეშეც = ნეგატივს;

გაგაჩნდეს საკუთარი აზრი და არ იყო დამოკიდებული სხვაზე (თუ ამასთან ერთად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხარ) = ნეგატივს;

ქალს შეუძლია მანქანის მართვა = ნეგატივს + დაცინვა;

არ იცი ხაჭაპურის ცხობა, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ხატავ = ნეგატიურს + გაუგებრობა + სიცილი;

ყველაფერზე გაგაჩნდეს პასუხი და სიტყვის შებრუნების უნარი = ნეგატივს + გაკიცხვა;

კომენტარებში დააფიქსირო აზრი გარდა “რა ლამაზი ხარ ?”  “როგორ გიხდება?!” და ა.შ = ნეგატივს;

და ასე შეიძლება გავაგრძელო უსასრულოდ..

დავფიქრდეთ,  “მე” რისი სათავე ვარ?  ნეგატივის თუ ნეგატიურის? და თუ ვიპოვით ამაზე პასუხს, მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება აზრი, რომ შეიძლება სადღაც არსებობს  პოზიტივი და პოზიტიური.

ძალიან სუბიექტური პოსტი