დიზაინი კარგია, როდესაც არაფერია ამოსაკლები

დიზაინი კარგია, როდესაც არაფერია ამოსაკლები

პირველ რიგში, უნდა აღინიშოს, რა არის დიზაინი – დიზაინი არის განხორციელებული იდეა.

დიზაინი ამოცანას გავს, რომელშიც მუდმივად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ პასუხი ერთი დარჩეს. სწორედ ამას მივიჩნევ სრულყოფილ დიზაინად.

 

კარგი დიზაინი არის ის, რომელიც არ რჩება უცვლელი სახით, რომელსაც შეუძლია აიტანოს უამრავი ტრანსფორმაცია და შეინარჩუნის ის იდეა, რომელსაც ატარებს. ეს შეიძლება ეხებოდეს მთლიან ორგანიზმს ან მის შემადგენელ ობიექტს(ებს).

ობიექტებისთვის ტრანსფორმაციების ციკლი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მთლიანი ორგანიზმისთვის. როდესაც ობიექტი  წყვეტს ტრანსფორმაციას ის ხდება გამოუსადეგარი და ქრება – აღწევს რა, საკუთარი თავის სრულყოფას, მისი შემდგომი არსებობა აზრს კარგავს.

მაგალითისთვის ავიღოთ ავტომობილი: პირველი ნაბიჯებიდან დღემდე ამ ორგანიზმმა უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა და მომავალშიც ბევრ დეტალს შეიცლის, მაგრამ რაც არ უნდა შეიცვალოს მის ორგანიზმში ის თავისი არსით ემსახურება სწრაფი და კომფორტული გადაადგილების იდეას. (როგორც ასეთი ავტომობილი დროთა განმავლობაში გაქრება, მაგრამ თავად გადაადგილების იდეა დარჩება).

ერთ ცივ ღამეს შეცივებულს სავარძელში ჩამეძინა და საინტერესო სიზმარი მესიზმრა – ბევრი სხვადასხვა ფერის წრე იყო, ერთი ფერის წრეებს ერთმანეთი უნდა ‘შეეჭამათ’, თუ ყველა მათგანი ერთმანეთს შეჭამდა გავთბებოდი, ეს წრეებიც ჭამდნენ და ჭამდნენ თანამოფერეებს, ბოლოს მხოლოდ ერთი დარჩა და მეც ვერ გავთბი, აკანკალებულს გამომეღვიძა და საწოლში გადავწექი.

ამ სიზმარში სასურველი შედეგი რომ დამდგარიყო არაფერი უნდა დარჩენილიყო ამოსაკლები, დიზაინიც ასეა, კარგია მაშინ როდესაც არაფერია ამოსაკლები.