ბრენდის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იგი არ წარმოადგენს უბრალოდ მის სახელს, ლოგოს, გრაფიკულ ელემენტებს თუ მათ ერთობლიობას. ბრენდი, პირველ რიგში, არის ასოციაციები, რასაც ის იწვევს მომხმარებლებში, პარტნიორებში, თანამშრომლებსა და მთლიანად საზოგადოებაში.
ბრენდის პლატფორმის შემუშავების საწყის ეტაპზევე ხდება კონკრეტული ბრენდისთვის ოპტიმალური მეთოდოლოგიის შერჩევა. ბრენდის ფორმირება იწყება ორგანიზაციის, ბაზრის, მომხმარებლის შესწავლით.
მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხდება ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და ბრენდის პლატფორმის (მისია, ხედვა, ღირებულებები) შემუშავება.
შემდგომ ეტაპზე ბრენდის პლატფორმის შესაბამისად ხდება მისი სახელის, ლოგოს და სლოგანის გენერირება; კრეატიული კონცეფციის განსაზღვრა, გრაფიკული სტანდარტების შემუშავება და მისი აქტივაციის გეგმის მომზადება.
ბრენდინგი საშუალებას გაძლევთ: