ბიზნესი ვაქცინაციის საპასუხოდ

ბიზნესი ვაქცინაციის საპასუხოდ

COVID-19-ს ხარჯი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის გასაოცრად დიდია. თუმცა ფინანსური გავლენა არაფერია იმასთან შედარებით, რა ადამიანური დანაკლისებიც ვირუსმა მოგვიტანა. მხოლოდ საქართველოში ვირუსს 8000-მდე სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ადამიანი გრძელვადიან პოსტკოვიდურ სიმპტომებს ებრძვის.  

ამ ფონზე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გვევლინება, როგორც პანდემიისა და ვირუსის შეკავების ერთადერთი გამოსავალი. რაც ნიშნავს „ნორმალური ცხოვრების“ გაგრძელებას, ბიზნესების, რესტორნების, ღონისძიებების და ყველა სხვა დაწესებულებების გახსნას, ოჯახების შეკრებებს და სიცოცხლით სავსე სამუშაო გარემოს დაბრუნებას. მიუხედავად ვაქცინის შესახებ უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ჩატარებული სარწმუნო კვლევებისა, ამ დრომდე სრულად აცრილია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 16.8%. ასეთ მდგომარეობაში, რთულია განვსაზღვროთ როდის დასრულდება ვირუსის ცირკულაცია და როდის მიაღწევს საზოგადოება ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს.

„ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უკვე მილიონზე მეტი აცრაა ჩატარებული, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. დღეში 30-35 ათასი ადამიანის აცრა საშუალებას მოგვცემს, პანდემიას თავი რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ,“ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი.

საუკეთესო დრო მიზნობრივი მმართველობისთვის (Purpose Leadership)

ბიზნესმა ვირუსთან საპასუხო ქმედებებისთვის მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა მოიპოვა. ახლა, კი კომპანიებს შეუძლიათ ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ფასილიტაციასა და აცრის მოწოდებაში. ქართული კომპანიების ნაწილმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, წამახალისებელი აქციები ვაუჩერები, ამასთან მეორე ნაწილმა დაიწყო მუშაობა თანამშრომლებში წამახალისებელი მექანიზმების შექმნაზე.

გამოიკვეთა ასევე ისეთი ტიპის ობიექტები, რომელიც მხოლოდ სრულად აცრილ მომხმარებელს მიიღებენ.

ვაქცინის მრავალფეროვნებამ და მარაგების შევსებამ საგრძნობლად გაზარდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა აცრასთან დაკავშირებული „ყოყმანი“ ისევ რჩება ჩვენი მოსახლეობის დღის წესრიგში, რაც თავისმხრივ ქვეყანას ჯოგური იმუნიტეტის მიღწევაში უშლის ხელს.

საჭიროა მეტი მუშაობა, რათა საქართველოს მოქალაქეები სრულად აიცრნენ.

კომპანია Zoma – ზომა

რა განაპირობებს მოქალაქეების „ყოყმანს“?

ვაქცინის გაკეთებაზე ყოყმანი მრავალი მიზეზიდან გამომდინარეობს. ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ღელავენ პოტენციური გვერდითი მოვლენების შესახებ. სანდო ორგანიზაციებისგან თუ პირებისგან ნაკლებად  მკაფიო და მდგრადი პასუხების გარეშე ადამიანებმა გადაწყვიტეს ლოდინის რეჟიმში გადასვლა. („დაველოდები, ვნახავ რა მოხდება“ პრინციპი). ბევრი ადამიანი ყოყმანობს აცრას პოლიტიკური გაურკვევლობის, განსხვავებული მესიჯების გამო. ამას ემატება ე.წ ფეიკნიუსები სოციალურ ქსელებში რომელიც ყოყმანს უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში.

მრავალი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი იცვლის შეხედულებას, საღი, მისთვის მისაღები მესიჯების გაგონების შემდეგ. როგორც გუგლიდან ირკვევა, ადამიანების უმეტესობა ეძებს სამეცნიერო, სამედიცინო-კვლევებზე დაყდნობილ კვლევებსა და მოსაზრებებს რათა გაიმყარონ ცოდნა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. საზოგადოების დიდი ნაწილი კი, ოჯახის ექიმებისა და სხვადასხვა სამედიცინო პერსონალის კონსულტაციებს მიმართავს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

ვაქცინაციის მესიჯბოქსი

გამოიყენეთ ფაქტები და გამჭირვალობა ემოციის გამოსახატად. უსაფრთხოება და ეფექტურობა არის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ემოციური მოთხოვნა ვაქცინის გაკეთების გადასაწყვეტად.  ბევრი მოქალაქის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია სწორი მესიჯები, სწორი ინფორმაციის მიწოდება მათი ჯანმრთელობისა და ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია UNICEF-ის მიერ ორგანიზებუბული საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში სადაც დამსწრე ყველა მასწავლებელი აიცრა. მოსახლეობისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება ვაქცინების კვლევასა და წარმოებაზე აუცილებელია, რათა ადამიანები დარწმუნდნენ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.

დეზინფორმაცია არ არის ერთადერთი, რაც ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე გაურკვევლობას ზრდის. ვაქცინაცის შემდეგაც უნდა გააგრძელოთ პირბადისა და სოციალური დისტანციის შესახებ მოწოდებების გაჟღერება. ამიტომ ამ მესიჯებმა არ უნდა გამოიწვიოს ვაქცინის მიმართ უნდობლობა. ვაქცინაცია „ნორმალური ცხოვრების“ გაგრძელების ერთადერთი გზაა.

მოერგეთ ყველაფერს, როგორც შეგიძლიათ.. ვაქცინის არგაკეთების მიზეზები მრავალია, ამიტომ ერთი სტრატეგიით ვერაფერს გავხდებით. მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ან კონკრეტული აუდიტორიის დონეზე გავარკვიოთ რა შიშები, მოთხოვნები და მიზეზები აქვთ, რათა შემდეგ მათზე მიმართული მესიჯების საშუალებით ვესაუბროთ მათ.

რა აქტივობების განხორციელება შეუძლიათ ბრენდებს?

  1. აწარმოონ შიდა თანამშრომელთა ჩართულობის კამპანია და მიაწოდონ ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ.
  2. უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის წამახალისებელი აქციები აცრილი თანამშრომლებისთვის (ტრანსპორტის ანაზღაურება, შვებულების გახანგრძლივება და ა.შ.)
  3. შეიტანეთ ვაქცინები თქვენს ჯანმრთელობის დაცვის რესურსებში
  4. მოახდინეთ ვაქცინის ინტეგრირება მომხმარებელთა კამპანიებში
  5. მონაწილეობა მიიღეთ გარე კამპანიებში და გამოხატეთ ვაქცინის მიმართ მხარდაჭერა
  6. გამოხატეთ მხარდაჭერა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ და საჯაროდ დააფასეთ მათი შრომა