ჯეპრას ფინანსური მენეჯერი ხათუნა მაღრაძე, 2019 წელს აფასებს.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა შენ და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?
გამოვყოფდი ელექტრონული საქმისწარმოების პროექტს – ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს უმარტივესად მოვიძიოთ ჯეპრაში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტები, მათი დანიშნულების მიხედვით. გარდა ამისა ეს პროგრამა სრულად მოგვცემს შესრულებული პროექტებისა და მათზე მომუშავე კომპანიის თანამშრომლების მონიტორინგის საშუალებას.
სამწუხაროდ, მთელი წლის დაგეგმვას ვერადროს ვერ ვახერხებ. ვგეგმავ საქმეს და მერე ვცდილობ დროულად შევასრულო. ხელის შეშლას ვერ დავარქმევ, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება ჩემ მიერ დაგეგმილ დროში ხანდახან ვერ ესწრება.
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
ნაწილობრივ: საქმისწარმოების პროგრამაში აიტვირთა საკმაოდ დიდი რაოდენობის დოკუმენტაცია კომპანიის შექმნის დღიდან, მაგრამ პროგრამა ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. ცვლილებების შეტანა, დოკუმენტაციის დახარისხება და მათი არქივისთვის მომზადება არცთუ მცირე დროს მოითხოვს.
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
გული მწყდება დროის არამიზნიბრივად ხარჯვაზე, გადადებულ საქმეებზე.
მიხარია ყველა წარმატება. მომწონს ჩემს გუნდთან მუშაობა, კარგად და ხარისხიანად შესრულებული პროექტები.
რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
ზოგადად ბევრი რამის შეცვლა და გაუმჯობესება მინდა… ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა და მისი ქსელში გაშვება კი აუცილებლად უნდა დავასრულო 2020-ში!