ალბათ ზოგიერთ თქვენგანს პირადად ჰქონია შეხება, ხოლო თუ 90 იანების თაობას მიეკუთვნებით სახლში მაინც აღმოგიჩენიათ ძველი ვინილის ფირფიტა და მშობლებისთვის კითხვა დაგისვამთ თუ სად წაიღეს ეს ძველი ფირსაკრავი, რომელიც ძველად სახლში მუსიკის მოსმენის ერთადერთი თუ არა ძირითადი საშუალება იყო.
პირველი ვინილის ფირფიტები 1930 იან წლებში RCA ს მიერ იქნა წარმოებული და წლების მანძილზე უამრავი ოჯახის განუყრელი ნაწილი იყო. და აი 80 წლის შემდეგაც იგი ისევ ღირსეულ წინაამღდეგობას როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ ფორმატებს დაწყებული CD დან დამთავრებული ონლაინ სტრიმინგითა და რადიოთი.
2013 წლის მონაცემებით ფირფიტის გაყიდვები 745% ით გაიზარდა 2008 წელთან შედარებით. და მაინც საინტერესოა რა არის ამ ზრდადი გაყიდვების მიზეზი? რამ გამოიწვია ციფრულ ერაში ვინილის რევოლუცია? პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვას რომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია თუ რამდენად უკეთესი ჟღერადობა აქვს ჩანაწერს ფირფიტაზე ვიდრე იგივე ჩანაწერს რაიმე ციფრულ „მატარებელსა“ თუ ფორმატში. ადამიანები ნელ-ნელა უფრო და უფრო აფასებენ იმ ნივთებს რომლებიც მათთვის ადრე ჩვეულებრივი და must have იყო სახლის პირობებში, ახალგაზრდებს, ძირითადად კი ჰიპსტერების სუბკულტურისთვის ფირფიტა უკვე დღეს გახდა აუცილებელი ატრიბუტი, რაც მათთვის ძირითადად შიდა სოციუმისთვის იდენტობის განმტკიცების ერთ-ერთი ხერხია.
უფრო და უფრო მეტი მუსიკოსი, მათ შორის ახალ თაობაში აფასებს ფირფიტის ფორმატს და უშვებს თავიანთ ალბომებსა თუ სინგლებს ამ ფორმატში. უფრო და უფრო მეტი მუსიკალური “ლეიბლი” იხსნება რომლებიც Only Vinyl ფორმატზე მუშაობენ. DJ-ები და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები ნელ-ნელა უარყოფენ Mp3 ფორმატებს და ლეპტოპით დაკვრას და უბრუნდებიან საწყისებს კლუბებსა თუ ფესტივალებზე.
საქართველოში კი ეს ყველაფერი ყველაზე ნაკლებად იგრძნობა, საწყისი პრობლემისა კი ის არის რომ ჯერ ჯერობით ერთი ნორმალური Vinyl Store იც კი არ გაგვაჩნია. და მეც ვიფიქრე იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ პრობლემის გადაწყვეტით და გაახაროს საქართველოში მცხოვრები ვინილის მოყვარული მელომანები, ეს მართლა დიდი საქმე იქნებოდა მუსიკალური ბიზნესისთვისაც.