პიარი სცენაზე-სპექტაკლი “PRოცესი”

პიარი სცენაზე-სპექტაკლი “PRოცესი”

პირველად საქართველოში, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულმა სპეციალისტებმა, სამუშაო კაბინეტის კარი რამდენიმე საათით დახურეს და სცენაზე გადაინაცვლეს..
დღეს, უფრო სწორად, უკვე გუშინ, ანუ 10 ივლისს, ილია უნის თეატრში სპექტაკლი გაიმართა, სადაც სხვადასხვა კომპანიების “პიარშიკები” იღებდნენ მონაწილეობას.

სპექტაკლ “PRოცესის” შინაარსი იყო ის, რომ ერთ-ერთი კომპანია აცხადებდა ვაკანსიას და სხვადასხვა მონაწილეები იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. გასაუბრების ფორმატი არასტანდარტული იყო და მოვლენები გაოცებამდე საინტერესოდ მიმდინარეობდა.

სპექტაკლის ფინალი დამაფიქრებელია…

არ ვიცი რამდენად ჩავწვდი რეჟისორის ჩანაფიქრს, მაგრამ, თუ ეს “ის” არის რასაც მე ვფიქრობ, მაშინ ვაღიარებ, რომ კარგი მიგნება იყო…

ჯეპრას, ჩვენი ნიჭიერი, სოციალური მედიის მენეჯერი, ზურა ბალანჩივაძე წარმოადგენდა და მიკერძოებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო… თუმცა ეს გასაკვირიც არ არის, იმდენი უსტვინა ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე, რომ სცენა, სახლივით გაიხადა.

22

მოკლედ, მთელი ჯეპრა და არა მარტო იქ ვიყავით. კარგი იყო! მადლობა უნდა გადავუხადოთ teatri.ge-ის დამფუძნებელს, ლევან გიორგაძეს, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა ეს პროექტი. ასევე, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, პიესის ავტორს და გოგა მაისურაძეს, რეჟისორს, რომელმაც არასტანდარტული გახადა გასაუბრების PRოცესი…

ისე, სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ლევანსაც, ალექსანდრესაც და გოგასაც. ხომ იცით ყველას საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს და მე რატომღაც მგონია, რომ ცოტა სხვანაირად აღვიქვი პროცესის პროცესი, ვაკანსიის გამოცხადება, სცენიდან აორთქლებული ადამიანები, მათი ანბანური სახელწოდებები, მათი ისტორიები საკუთარ თავზე და ფინალი, რომელიც, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის…

და თუ ჩემი ინტერპრეტაცია მათ ჩანაფიქრს დაემთხვევა, მაშინ ვიტყვი იმას, რომ რიგი კომპანიების ხელმძღვანელობას არ აწყენდა დაფიქრებულიყო…

ჰო, თუ დრო მექნა, განვიხილავ ამ საკითხს მოგვიანებით, მანამდე კი ინტრიგად დავტოვებ ჩემს ინტერპრეტაციას და იმასაც, ვინ ვარ მე.

ღამე მშვიდობის!

პ.ს. ჯეპრელებმა არ გამცეთ 🙂

პ.ს.ს. ფოტოების ხარისხისთვის ბოდიში, რომ მომაწვდიან, მერე დავდებ უკეთესებს 🙂