ტექნოლოგიური განვითარება და ციფრული და მობილური სამყაროების წინსვლა ყოველთვის ჩემს უშუალო ინტერესებს წარმოადგენდნენ, მეტიც, „ჯეპრაში“ მოსვლა სწორედ ამ მიმართულებების საინტერესო კუთხით შესასწავლად გადავწყვიტე. როგორც იღბალმა იცის ხოლმე, ერთი წლის შემდეგ ჩვენს კლიენტების სიას შემოემატა ყოველმხრივ საინტერესო სერვისი „ფუდპანდა“, რომელიც იდეალურად ერგებოდა ჩემს აღტაცებას. დროის განმავლობაში ამ კომპანიასთან მუშაობამაც საინტერესო აზრები გამიჩინა თავში. ვიფიქრე, ვიგუგლე, და აღმოვაჩინე რომ ჩემი რამდენიმე ეჭვი მართლდება.
ციფრული კომერცია მართლა ყოველგვარ ბერკეტებს ანგრევს და ბრენდებსა და მაღაზიების საზღვარს ტოვებს. თითქოს, სმარტფონებისა და ციფრული სამყაროს დრო დიდი ხანია დგას, მაგრამ მაინც თავს გამოუკვლეველ და უცხო გარემოში ვგრძნობთ.
„ფუდპანდა“ საკვების მიტანის სერვისია. მოკლე დახასიათებებში ნებისმიერი ბრენდის ნიუანსი იკარგება, მაგრამ ჩვენი პანდას შემთხვევაში, იკარგება მთავარიც – ის სრულიად ციფრულ გარემოში მოქმედი შუამავალია, რომელიც პირველ რიგში მომხმარებლის სწორად მომსახურებაზე ზრუნავს. როგორც ნებისმიერი ინოვაცია, მისი რეალური სიმძლავრე მის სიმარტივეშია – არავითარი რეკვა, ახსნა-განმარტება, დამატებითი დანახარჯები, არც ერთი იოტა ზედმეტი დროის. ნახულობ სასურველ რესტორანს, უკვეთავ, იღებ. No strings attached.
შეიძლება ამაში მეტი არაფერი დაინახოთ, ვიდრე პოპულარული პრაქტიკის მობილურ აპლიკაციაში შეფუთვა, მაგრამ რეალურად ეს უფრო დიდი მოძრაობის ნაწილია რომელიც მსოფლიოს ძალიან მალულად ეხვევა თავს. ამასწინათ, PSFK-ზე შევიჭყიტე, ტრენდების დაჭერა და განხილვა მანდ კარგად იციან. და პირველივე, რეალურად პირველივე რაც შევნიშნე იყო ვეება სტატია რომელშიც საინტერესო სიტყვათა შეხამება ფიგურირებდა – World Wide Window Shopping.
შესავალში ფიგურირებს საინტერესო სტატისტიკა. ინტერნეტ გაყიდვები, საერთო ჯამში, მობილურებიდან უფრო მაღლა იწევენ. სმარტფონების და ტაბლეტების გამოყენებამ სავაჭროდ ორჯერ იმატა, და როგორც იცის ხოლმე ციფრული ევოლუციის დაუნდობელმა გარემომ, ამ სფეროს ლანდშაფტმაც მოვლენების გარშემო მეტამორფოზა დაიწყო.
მაგალითს აღარ გავექცევი, და შემოგთავაზებთ გაეცნოთ საინტერესო საიტს სახელად Browsy (www.browsy.com). შედით, და ნახეთ, რა დაგხვდებათ პირველ რიგში ეკრანზე? Wish you could shop with your own pins?
ერთისმხრივ გენიალური წამოწყება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისი პინტერესტის დაფები შეაიმპორტოს და პროგრამის არქივის მიმართ შეადაროს, რომლის შემდეგაც საიტის ალგორითმი ნივთების შესაბამის გასაყიდ ინტერნეტ-პუნქტებს პოულობს და მომხმარებელს სთავაზობს. აი, გუგლში სურათით ძებნა რომაა შესაძლებელი, დაახლოებით ეს, ოღონდ დამატებით სურათის წყაროს ნახვისა, მისი ყიდვაც რომ გვქონდეს იქვე შესაძლებელი.
ამგვარი მაგალითების ამოტივტივება სულ უფრო და უფრო გახშირდება. რაც უფრო იმატებს მობილური შოპინგი, მით უფრო იმატებს მისი ჰიბრიდიზაცია სხვა ჩვეულ მობილურ „ტრადიციებთან“, ეს კი, თავის მხრივ, საერთოდ ახალი ტიპის სერვისებს წარმოქმნის.
მაგალითად, გაერთიანებული ონლაინ მაღაზია რესტორნების ქსელებისთვის, სადაც ყველა მათი შემოთავაზება და კერძი ადვილად შესადარებელ და მომხმარებლების გამოხმაურებებზე დაყრდნობილ კრიტერიუმებით იქნება გამოკვეთილი, და იქვე ექნება ყიდვის ღილაკიც, მისამართების წიგნიც და მარტივი გადახდის მეთოდებიც.
უი არა არა, ის არსებობს უკვე, მაპატიეთ. ჯეპრას კლიენტია.