ყველაფერი მარტივი გენიალურია. პატარა წერტილებშიც კი შეიძლება დაინახოს ადამიანმა აზრი. ნახატს მოაქვს განწყობა, განწყობა, რომელიც შემქმნელის ხასიათიდან, ნამუშევრიდან გამომდინარეობს. შეიძლება რგოლებს დიდი ხნის განმავლობაში უყურებდე და გრძნობდე, როგორ იცვლიან ისინი ფერებს, ფორმებს..
შეიძლება შექმნა სრულიად მარტივი ფორმა და გახადო ის შენთვის საინტერესო. თუ ისე მოხდება, რომ სხვაც დააინტერესე, ის უკვე ხდება ღირებული.
სიმარტივე ყოველთვის არ ნიშნავს „ადვილს“, რადგან ისიც გარკვეული შინაარსის მატარებელია და საკმაოდ ძნელად მისაღწევი. ეს წრეებიც საკმაოდ მარტივია.. მინდოდა მათ მაგალითზე მეჩვეებინა თუ როგორ შეიძლება განიცადოს ერთი და იგივე ფორმამ ტრანსფორმაცია და ერთმანეთისგან განსხვავებული ემოცია მოიტანოს.
ასე მაგალითად: ხატავ რგოლს, აძლევ ფერს, მასში შენი დამოკიდებულება ჩანს, იგრძნობა, მაგრამ აღქმა არაერთგვაროვანია.. ვიღაცისთვის ის შეიძლება წერტილი იყოს, ვიღაცისთვის ბურთი, ვიღაცისთვის მზე. წერტილი სამუდამოდ დასმული, ბურთი ჩაფუშული, მზე მოწყენილი, მომღიმარი, არანათელი…. და ასე უსასრულოდ..
ოსკარ უაილდის სიტყვებით რომ ვთქვა: “ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს”..