“პროსპეროს ბუქსი” – ინტელექტუალური გარემო, დახვეწილი ინტერიერი, შემოქმედებითი სიმშვიდე, სწორედ ისეთი ადგილი, სადაც ჯეპრას კონკურსზე შემოსული ნამუშევრების განხილვა უნდა ყოფილიყო…
…და იყო კიდეც!
დღეს, ჟიურიმ სამი ფინალისტი გამოავლინა. კონფიდენციალობა დაცული იყო. მათ, მონაწილეთა ნამუშევრები ნომრების ფორმატში გადაეცათ.
მე – აღელვებული და… ამაყი იმით, რომ ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ვგეგმავდი.
რატომ ზღაპრის ილუსტრაციის შექმნა? იმიტომ, რომ ზღაპრის ბოლო, ყოველთვის კეთილია!
ზღაპარი, ეს ის სივრცეა, სადაც სიკეთე ბოროტებას ამარცხებს და დასასრული ტკბილია.
რატომ “რწყილი და ჭიანჭველა”? იმიტომ, რომ აქ ნათლად ჩანს თავგანწირვა მეგობრის გადასარჩენად.
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობა – პერიოდი, როცა გვჯერა, ვითხოვთ ზღაპრის წაკითხვას, როცა გვიხარია და გვიყვარს, როცა ვუსმენთ და ტკბილად გვეძინება. მოზრდილები, ჩვენ ვუამბობთ შვილებს, მეგობრის შვილებს, ან სულაც, თავად ვთხზავთ ახალ ზღაპრებს..
იდეა, ტრადიციულად, “ჯეპრას მაღალს” ეკუთვნოდა…
და მე, აღელვებულსა და… დამეკისრა მისი სისრულეში მოყვანა.
შეიქმნა თავად კონკურსში მონაწილეობის პირობის ტექსტი, შემუშავდა გეგმა, შეირჩა ჟიური..
მივიღეთ 29 ნამუშევარი. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს!
მე – ერთი ჩვეულებრივი, სათვალიანი გოგო, რომელიც მუდამ საბუთების ტარებაშია, დაახლოებით იმ სათვალიანი გოგონას პერსონაჟს ვგავარ მელ გიბსონი რომ თამაშობს, “რა სურთ ქალებს”, რომელსაც უნდა ისეთი რამ დაავალონ, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს.
ჯეპრა, ნამდვილად ის ადგილია, სადაც სურვილები სრულდება. ამიტომ, მადლობა მაღალს, სოსო გალუმაშვილს!
მადლობა ეკას, რომელიც დაგეგმვისას მგულშემატივრობდა და ისეთია, რომელსაც შუა ქუჩაში შემიძლია დავუძახო მიყვარხარმეთქი და თვითონაც დამიძახოს!
მადლობა ჩემს ქეთოს, რომელმაც გია გუგუშვილს დამაკავშირა და ის სიამოვნებით დათანხმდა, ყოფილიყო ჯეპრას კონკურსის ჟიურის წევრი.
მადლობა თამაზ ვარვარიძეს, რომლისთვისაც როცა არ უნდა დამერეკა “ხატიათი” მომმართავდა ძალიან თბილად.
მადლობა ჩემ მეგობარ გოგა ჩანადირს, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გადადოს მეგობრის გამო.
მადლობა ჩემს ტაკიტუკას, რომელმაც მედიაგაშუქება უზრუნველყო და რელიზს რომ ვწერდი, იმეორებდა უნდა გამოგზარდო და ჩემი კლონი იქნებიო.
მადლობა ჩემ “თათუკა დიზაინერებს”, თამარს და ირმას, რომლებიც კონკურსის მსვლელობას საინტერესო იმიჯებით აფორმებდნენ.
მადლობა მარიამს, რომელიც საინტერესო ფოტო და ვიდეო საარქივო მასალას აგროვებდა.
მადლობა ნუციკოს, რომელმაც ექსელში უნდა მამეცადინოს.
მადლობა თამუნას, გვარად მაჭავარიანს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მამხნევებდა, “დღეს რაღა განერვიულებს…”
ვნერვიულობდი არა იმიტომ, რომ მსგავსი პროექტები არ მიკეთებია, არამედ, იმიტომ, რომ ჯეპრაში იყო ჩემთვის პირველი დამოუკიდებელი პროექტი, რომელსაც მთელი გულით და სიყვარულით ვაკეთებდი.
მადლობა ყველა ჯეპრელს, რომლებსაც დრო არ ჰქონდათ ჩემი ნერვიულობისთვის ეყურებინათ, მაგრამ ვიცი, რომ შორიდან მგულშემატკივრობდნენ.
და ბოლოს მადლობა ლეონარდოს, დიკაპრიოს, რომელიც არასოდეს გადაიხდიდა ამდენ მადლობას, ოსკარის მიღების შემთხვევაშიც კი!
ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი,
ზოგჯერ ხატია და ზოგჯერ ლილი ალფაიძე 🙂
როგორც გენებოთ ანუ….