ოთხშაბათი
ივლ272015

“დისნეილენდში” თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

ადგილი, რომელზეც ახლა გესაუბრებით,  აშშ-ს გასართობ პარკში, „დისნეილენდში“,  როიალსთრითის 33-ში მდებარეობს და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის. „კლუბი 33“  წარმოადგენს ყველაზე ელიტარულ და გასაიდუმლოებულ კლუბს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი ადგილი დისნეის სამყაროში, სადაც ალკოჰოლის მიღებას არ გიშლან (მოგეხსენებათ, “დისნეილენდში” ალკოჰოლი არ იყიდება!). პარკის პერსონალს კლუბის შესახებ საუბარიც კი ეკრძალება. აბა სცადეთ დარეკვა “დისნეილენდში” ამ კლუბის შესახებ ოფიციალური კომენტარის მისაღებად და თავად დარწმუნდებით… მიიღებთ ცივ უარს.

1967 წელს, უოლტ დისნეიმ, ფარული ადგილის სახით, მაღალი რანგის სტუმრების, პოლიტიკოსების, ინვესტორების გასართობად კლუბი გახსნა, რომლის წევრობა სოციალური მდგომარეობის ერთგვარი დადასტურებაცაა. წევრებს შორის არიან ჰოლივუდის „კაშკაშა“ ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები და, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტი.

კლუბი პირადად დისნეის და მისი მეუღლის გემოვნებით შერჩეული ანტიკვარული ავეჯითაა გაფორმებული. შესასვლელი გარედან ძალიან სადაა, მასზე უმნიშვნელო აბრაა წარწერით „33“.

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

შესვლა მხოლოდ კლუბის წევრებისთვისაა შესაძლებელი. გულდასმით დამალული ღილაკის საშუალებით, ვიზიტორი რეკავს ზარს და მუდმივად ჩაკეტილი მისტიური ლურჯი კარი მხოლოდ მაშინ იღება, როცა წინასწარი ჯავშანია გაკეთებული.

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

 

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

კლუბში შევლისას წევრს ორი არჩევანი აქვს – ისარგებლოს კიბით ან ძველებური ფრანგული ლიფტით. ლიფტი  დისნეისა და მისი მეუღლის სურვილით პარიზში შეიქმნა (ნიშნად მათი პაემანისა, რომლის დროსაც უოლტმა სიყვარული აუხსნა საყვარელ ქალს).

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

კლუბში “დისნეის” მხატვრების მიერ შესრულებული უამრავი ორიგინალი ხელოვნების ნიმუშია. აქ მოხვედრის ორი გზა არსებობს: თქვენ (ან თქვენი კომპანია) გაწევრიანებული უნდა იყოთ კლუბში, ან უნდა იცნობდეთ წევრს, რომელიც დაგიჯავშნით ადგილს, როგორც პერსონალურ სტუმარს.

კლუბის თანამშრომლების ინფორმაციით, კლუბის წევრებისთვის სულ 500 ადგილია გამოყოფილი. გაწევრიანების მსურველთა რიცხვი კი, ბევრად დიდია. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო პირველადი შენატანი 25 000 დოლარს შეადგენს, ახალი „განმცხადებლების“ ლოდინი  შესაძლოა, 14 წელსაც გაგრძელდეს. თუმცა, მხოლოდ ფული როდია კლუბის წევრობის მიღების გარანტია – წევრობის მსურველმა კიდევ უფრო მკაცრი შემოწმება უნდა გაიაროს წინასწარ. ამ ყველაფერს ემატება საწევრო მოსაკრებელის გადახდა – ყოველწლიურად  10 000 დოლარის ოდენობით.

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!

დისნეილენდში თურმე ალკოჰოლს ყიდიან!
გადაიხდიდით თუ არა წელიწადში 25 000 დოლარს იმაში, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადგილის VIP წევრი გამხდარიყავით? ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად!


ქეთევან გალუმაშვილი,
კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები