ფოტოები, სადაც ფერი არის ყველაფერი

ფოტოები, სადაც ფერი არის ყველაფერი

ფერი – სამყაროს  განუყოფელი ნაწილია. თითოეულ მათგანს თავისი მკვეთრად განსაზღვრული ფუნქცია და მნიშვნელობა გააჩნია.  სახვით ხელოვნებაში ფერები სიტყვების როლს თამაშობენ და მათი სახით მხატვარი ხშირად მთელ ისტორიასაც კი გადმოგვცემს.

xatia5

ფოტოგრაფიაში, ისევე, როგორც მხატვრობაში, ფერს დიდი და, უმეტეს შემთხვევაში,  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

არსებობს ფოტოები, რომლებიც თავისი ფერთა პალიტრის წყალობით,  ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი მონუსხვა, „მზერის გაშეშება“, გაოცება, გამხნევება და ა.შ.

ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი მათ მკვეთრი ელფერი ჰქონდეთ, რადგან ასეთი ფოტოები სწორედ  იმით გამოირჩევა სხვებისგან, თუ რა როლს „თამაშობენ“ ისინი კადრში, რას მოგვითხრობენ და როგორ განწყობას გვიქმნიან.

ფერი – ეს არის ძალა, რომლითაც შეგიძლია  როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ზეგავლენა  მოახდინო ადამიანზე. ის განწყობის მნიშვნელოვანი მანიპულატორია: შეუძლია დაგამშვიდოს, გაგახალისოს, გაგაღიზიანოს, დაგთრგუნოს.

წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელთა „წაკითხვა“  სწორედ მათი ჯადოსნური და განსაცვიფრებელი ფერითაა მნიშვნელოვანი.

xatia2

xatia

xatia4

xatia3

xatia1