საკომუნიკაციო კამპანიები

საკომუნიკაციო კამპანიები

საკომუნიკაციო კამპანიებს ხშირად საგანმანათლებლო, დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლის მიზნითა და დანიშნულებით აწარმოებენ. კამპანიები, თავისი არსით, წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული ღონისძიებების სისტემაა, რომლის საბოლოო მიზანია ორგანიზაციის მყარი, დადებითი რეპუტაციის შექმნა და მხარდაჭერა.

რეპუტაციაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია და მასზეა დამოკიდებული კომპანიის იმიჯიც და ცნობადობაც. რაც უფრო მეტი სეგმენტი აფასებს ორგანიზაციას დადებითად, მით უფრო  მაღალია ორგანიზაციის ცნობადობის ხარისხი. ამას კი საფუძვლად უდევს  არა მარტო ორგანიზაციის წარსული და განხორციელებული მიღწევები, არამედ დაგეგმილი პროექტები, სამომავლო მიზნები და ხედვები.

ჯეპრას გუნდის გამოცდილება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელების მიმართულებით დაგეხმარებათ, შექმნათ და მართოთ შედეგზე ორიენტირებული გრძელვადიანი კამპანიები. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ კრეატიულ იდეებს, რაზეც ბევრს ისაუბრებენ, არამედ ვმუშაობთ სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვაზე, რათა წარუშლელი შთაბეჭდილება მოვახდინოთ სამიზნე ჯგუფებზე და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის რეპუტაციის გაძლიერებას, იმიჯის შექმნასა და ცნობადობის ამაღლებას.

საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

  • სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, მათი საჭიროებებისა და სურვილების შესწავლა და კვლევაზე დაყრდნობით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
  • ინოვაციური სტრატეგიის შექმნა, რომელიც გააერთიანებს გრძელვადიან პროექტებს
  • საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელება თანმიმდევრული და წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების წარმოება, რაც გულისხმობს საკომუნიკაციო არხების ფართო სპექტრის გამოყენებას, გზავნილების სწრაფად და ეფექტიანად გავრცელების მიზნით სხვადასხვა აუდიტორიაში;