სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საწარმოებში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევის სტანდარტები და პრაქტიკა

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საწარმოებში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევის სტანდარტები და პრაქტიკა

 

საინტერესოა,  აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას აღებული ის ვალდებულებები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ბიზნესის წახალისების კუთხით  და  სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ სტრუქტურებში დანერგილია თუ არა კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის(CSR) საერთაშორისოდ აღიარებული  სტანდარტები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დღითიდღე უფრო აუცილებელი ხდება, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.  ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრმა მკვლევარმა გადაწყვიტა  შეესწავლა, რეალურად შეუძლია თუ არა CSR – ორგანიზაციისთვის ფინანსური სარგებლის მოტანა. ( Lee, 2013; WuandShen,2013)

მკვლევრთა ნაწილი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ საწარმოებს აქვთ უკეთესი შესაძლებლობა, მოიპოვონ მომხმარებელთა აღიარება მათი სოციალური პასუხისმგებლობის გამო ფინანსური კრიზისის დროს (პერესრუისი და როდრიგესიდელბოსკი, 2012).

Untitled-3

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში ჩაიდო 5 მუხლი, რომელიც კონკრეტულად კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) ეხება. ამ შეთანმხების საფუძველზე სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება,  საქართველოში დაგეგმოს სხვადასხვა აქტივობები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით  და ხელი შეუწყოს ორგანიზაციებში  ევროკომისიის მიერ დასახელებული CSR-ის სტანდარტების დანერგვას, პირველ ეტაპზე მის მფლობელობაში არსებულ საწარმოებში.

2017 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობამ 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას დაამატა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თავი, რომელიც მოიცავს ისეთ აქტივოვებს, როგორიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლებაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნა, მრგვალი მაგიდის/კონსულტაციების გამართვა ბიზნესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თემაზებიზნესი და ადამიანის უფლებები“, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება CSR-ის საკითხებზე, ასევე ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარებას თემაზებიზნესი და ადამიანის უფლებებიდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს დამატებითი ზომები, რათა არ დაუშვას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ან მის მიერ კონტროლირებად ბიზნესსაწარმოებში  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

ევროკომისია განმარტავს კორპორაციულ პასუხისმგებლობას, როგორცბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ქმედებებისთვის, რომლითაც ის ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე”. ევროკავშირი აღიარებს ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს და მოუწოდებს ბიზნეს სექტორს, დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანტარტები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ კომპანიების საქმიანობაზე, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე და განიხილება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მექანიზმი. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში CSR შეიძლება გახდეს მძლავრი იარაღი, რომელიც წვლილს შეიტანს ქვეყნის აღორძინებასა და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში.

Untitled-2

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შესაძლოა განვიხილოთ, როგორც საწარმოს ერთერთი ტიპი, რომელიც მონაწილეობს მის გარშემო მყოფი საზოგადოების მდგრად განვითარებაში.

2011 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცა სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღების შემდეგ, ყველა სხვა CSR სტანდარტი შესაბამისობაში მოვიდა  ამ სახელმძღვანელო პრინციპებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვის პასუხისმგებლობა არის კომპანიის მოქმედების გლობალური სტანდარტი იმის მიუხედავად, თუ სად აწარმოებს ის ბიზნესს. ეს პასუხისმგებლობა უპირატესია იმ ეროვნული კანონმდებლობისა, რომლებიც ასევე იცავენ ადამიანის უფლებებს” –  გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებში, პროფესორი ჯონ რაგი (2005-2011).

ევროკომისია ასახელებს შემდეგ სტანდარტებს, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო ინსტრუმენტებს:

  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო საერთაშორისო საწარმოებისათვის (OECD Guidelines for Multinational Enterprises)
  • გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი (10 principles of the UN Global Compact)
  • გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპები (UN Guiding Principles on Business and Human Rights)
  • საერთაშორისო საწარმოებისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპების საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის სამმხრივი დეკლარაცია (ILO Tri-partite Declaration of Principles on Multinational Enterprises and Social Policy)
  • ISO 26000 სოციალურ პასუხისმმგებლობის სახელმძღვანელო სტანდარტები – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO 26000 Guidance Standard on Social Responsibility)

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო საერთაშორისო საწარმოებისთვის, იგივე OECD გაიდლაინები არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის შესახებ და ასახავს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

Untitled-1

 

სახელმძღვანელო განსაზღვრავს სახელმწიფოების ვალდებულებას, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქმედებების დანერგვას, საერთაშორისო სტანდარტებთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანით, რეფორმების გატარებითა და მდგრადი განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკის წარმართვით. დოკუმენტის მეოთხე თავის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები. ეს თავი განიხილება, როგორც კონკრეტული რეკომენდაციების ჩარჩო საწარმოებისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან მათ ადამიანის უფლებები. ამ თავის პირველი პარაგრაფი აღიარებს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ გააკონტროლოს ბიზნესი და მით უფრო მის საკუთრებაში მყოფი საწარმოები, მათი ზომის, სექტორისა თუ სტრუქტურის მიუხედავად, დაიცვან ადამიანის უფლებები ყველგან, სადაც არ უნდა ოპერირებდნენ. საწარმოებმა კი, პატივი უნდა სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენცია უნდა მოახდინონ.

სამწუხაროდ საქართველოში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორგანიზაციებიდან, უმრავლესობას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა CSR-ის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, არასდროს მოუმზადებიათ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და ჯერჯერობით არც არსებობს კონკრეტული ვალდებულება  სახელმწიფოს მხრიდან.

სიტყვაზე რომ მენდობით ვიცი, მაგრამ ეს დასკვნა მხოლოდ ჩემს სიტყვებს არ ეფუძნება თემას საკმაოდ კარგად გავეცანი, ჩავატარე თვისობრივი კვლევა და მიღებული შედეგები გაგიზიარეთ.

მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და საქართველოს 1 წელიწადში ექნება კონკრეტული ბიზნესის და ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის შედეგად კი გაჩნდება სხვადასხვა ვალდებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

//]]>