პიარინდუსტრია უნდა გახდეს უფრო რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული

პიარინდუსტრია უნდა გახდეს უფრო რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, გიგა ხარებავა 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2019-ზე ნაკლებად წარმატებული.

რით იყო გამორჩეული?

ყველაზე ძვირადღირებული პროპოზალის მომზადებით.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ზრდა – სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ბრენდინგი და საინფორმაციო მასალების მომზადება.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

დაახლოებით 60-70%-ით. ალბათ, ხელი ცუდად დაგეგმვამ შემიშალა.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?

ზრდა აშკარად არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ  კონკრეტულად სტრატეგიული შეხვედრის გეგმის შესაბამისი.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

უდიდესი დარტყმა იყო გერმანიის ვერ გასვლა ჯგუფიდან.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

განვითარება 2 მიმართულებით:

  • თეორიული ბაზისის გაძლიერება ბრენდინგში და სასურველია მარკეტინგში;
  • პროექტების მართვის ხარისხის გაუმჯობესება.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

უფრო სურვილები მაქვს. პიარინდუსტრია გახდეს უფრო რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული. ადგილობრივ ბაზარზე ამ მხივ მნიშვნელოვან გარდატეხას არ ველი,  რამდენიმე ნაბიჯი თუ გადაიდგმება, ესეც დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება.