NASA-ს ტურისტული პოსტერების კოსმიური სილამაზე

NASA-ს ტურისტული პოსტერების კოსმიური სილამაზე

NASA-ს ტურისტული პოსტერების კოსმიური სილამაზე

 

როგორც თავისუფალ დროს ხატვით გატაცებულ ადამიანს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვიზუალურ კრეატივს მოულოდნელ ადგილებში ვხედავ. დიდი ხანია, ალტერნატიული პოსტერების სფერო მიტაცებს და კიდევ უფრო დიდი ხანია, რაც ვოცნებობ კოსმოსსა და ვარსკვლავურ ფრენებზე (ჰო, რა მოხდა, თერთმეტისაც ვარ ხანდახან). ამიტომაც, ძალიან გამიხარდა, როდესაც სიეტლის ერთ-ერთმა დიზაინ სააგენტომ Invisible Creature, არც მეტი, არც ნაკლები, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ვეებერთელა შეკვეთა გამოაგორა.

პროექტი სახელწოდებით Visions of the Future ერთგვარი გადამღერებაა იმ ცნობილი კოსმოსური აღმოჩენების, რომლებიც NASA-მ გასული წლების განმავლობაში გააკეთა. ხრიკი კი, რასაკვირველია, იმაში მდგომარეობს, რომ პოსტერები ჩაფიქრებულია როგორც რეალური ტურიზმის აფიშები და გვთავაზობენ ალტერნატიულ მომავალს, სადაც კოსმოსური მგზავრობა ხელმისაწვდომი და ყოველდღიური შემთხვევაა. ლამაზი მინიმალიზმი და არტ დეკოს სტილისტური გადახვევები ხომ საერთოდ სასაჩუქრე ბაფთაში მიფუთავს ამ პატარა საჩუქარს.

ბრავო NASA-ს ჩემგან!

NASA-ს ტურისტული პოსტერების კოსმიური სილამაზე

NASA-ს ტურისტული პოსტერების კოსმიური სილამაზე

NASA-ს ტურისტული პოსტერების კოსმიური სილამაზე