ორშაბათი
აპრ272015

Naked Lunch

Naked Lunch

ფეხები ვერ პოულობენ საწოლში ადგილს, როგორც არ უნდა დავალაგო მაინც მტკივა

და არ მეძინება. გარეთ ღამეა, შიგნითაც.

ბევრი დღე, ნაკლები თვე და არცერთი წელია გიცნობ.

ყოველ საღამოს ბრუნდები სახლში.

ზოგჯერ გცივა, ზოგჯერ გეფსია, ზოგჯერ მთვრალი და ზოგჯერ გინდივარ.

აღებ კარს და ქრები.

მე მივგორავ დაღმართზე და მეღიმება, ხანდახან.

ერთხელ მეგობარმა მითხრა წერისას მაგ სიტყვას [ხანდახან] ნუ ხმარობო.

ხანდახან ვიხმარ.

თან მეც მაგ სიტყვასავით ვწერ – ხანდახან.

კარგი ადამიანები ტირიან – დღეს ვნახე.

შემწვარი თევზის სუნი ჩამოდგა ოთახში.

დაღლილი დედა სამზარეულოში თევზს წვავს.

შენ რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ჩემგან სადღაც ზიხარ.

მე რამდენიმე კილომეტრით დაშორებული შენგან თავქვეშ მარცხენახელამოდებული ვწევარ,

გვერდით მიწევს თოვლი.

დღეს თბილისის კვალობაზე კარგად თოვდა.

მინდა რომ მალე დამიძახონ და იმ თევზებისგან მარტო ფხები დავტოვო.


მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერი
Share Button

ავტორის სხვა სტატიები

საუკეთესო სტატიები