ეს ის წელია, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო!

ეს ის წელია, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო!

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ქეთევან გალუმაშვილი 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

ეს ის წელია, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო!.. ანალიზის, გამოცდის, სირთულეების დაძლევის, ბრძოლის, მოულოდნელი სიახლეების, შესაძლებლობების უფრო მეტად გამოვლენის, ახალი პერსპექტივების გააზრებისა და დიდი მიზნების დასახვის… რაც მთავარია, ამ წელმა დამანახა, რომ უნდა სცადო!

თუ არ სცადე – არ გამოვა! სიახლეები და ცვლილებები საჭიროა. წინსვლისთვის კი -მონდომება, შრომა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

რით იყო გამორჩეული?

ეს წელი  სავსე იყო ემოციებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოვლენებით, სიახლეებით, ახალი ნაცნობობით, ცვლილებებით.  საინტერესოდაც კი დაიწყო..  მოვირგე მსახიობის  ამპლუა – ვითამაშე ეპიზოდურ როლში ქართულ სერიალში „დიდი შესვენება“, ვიმოგზაურე საოცარ შვედეთში,  წავიკითხე ლექციები პიარის  ფუნქციასა და დანიშნულებაზე რამდენიმე სკოლასა და ქართულ სასწავლებელში, ვიმუშავე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე და პროექტზე ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციაში. აღმოვაჩინე ახალი უნარები.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

რთულია, გამოყო რომელიმე კონკრეტული მიმართულება ან პროექტი. ყველა განხორციელებული და მიმდინარე საქმე ინდივიდუალურია და მათი მოთხოვნების და მიზნების მიღწევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, მაინც გამოვყოფ რამდენიმეს, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩემთვის.

მიხარია და ამაყი ვარ, რომ ისეთ სახელმწიფოებრივ საქმეში შევიტანე ჩემი წვლილი, როგორიც არის სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია,  ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე ზრუნვა. დავგეგმე და ვმართე სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები, რომელიც ემსახურებაა სახელმწიფო ენის განვითარებასა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების წარმოჩენას.

ამ მხრივ, განსაკუთრებული იყო „ჯეპრას მიღმა“, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის განხორციელებული რამდენიმე პროექტი, რომელშიც დიდი ენერგია,  კომპეტენცია , შრომა ჩავდე და ბევრი ვისწავლე კიდეც:  ვიმუშავე ხშირად გავრცელებული ენობრივი შეცდომების ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიაზე, რომელიც პროექტის „ილაპარაკე ქართულად“ ფარგლებში გაკეთდა და დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე enadep.gov.ge

განთავსდა. ახლა ის ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ჩემი ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით დეპარტამენტმა სპორტულ  ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად შეადგინა ფეხბურთის ტერმინოლოგიის სარეკომენდაციო სიტყვარი და სანაკრებო შემადგენლობათა  ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესები. პროექტი სპეციალურად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა და მასში მონაწილე ფეხბურთის ნაკრებთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გვარ-სახელების ქართულად ტრანსლირებული სრული სია წარედგინა სპორტის ჟურნალისტებს.

პროექტის მიზანი იყო ქართული საფეხბურთო ტერმინოლოგიის პოპულარიზაცია, არსებულის შენარჩუნება, გამდიდრება და გათანამედროვება.

აღვნიშნავ, ასევე,  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდისთვის მომზადებულ სოციალურ მედია პროექტს „ნაცნობი გამონათქვამების უცნობი ისტორიები“, რომელსაც ჰქონდა შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათი და ემსახურებოდა ქართული ენის სიმდიდრის გამოვლენასა და პოპულარიზაციას (#შეინარჩუნექართული) . რუბრიკას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მედიის და საზოგადოების მხრიდან, ასევე, დადებითი მოწონება დაიმსახურა  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ.

განსაკუთრებული გამოცდილება მომცა მაიქროსოფთის პროექტებზე მუშაობამ. Microsoft Corporation-ს  და  „მაიქროსოფთ საქართველოს“ ოფიციალურ წარმომადგენელობას  უკვე 9 წელზე მეტია ვემსახურები. რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილ  საინტერესო და საპასუხისმგებლო პროექტების წარმატებით მართვის შედეგად  2018  წელს მივიღე კლიენტისგან გაგრძელებული 5 წლიანი კონტრაქტი. ეს ნიშნავს, რომ კომპანია გიცხადებს ნდობას.  რაც საპატიოც არის  და, ამავდროულად, საამაყოც.

ჯეპრამ კომპეტენციის ცენტრი შექმნა. როგორ მუშაობს და რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

 და ბოლოს, მინდა ვისაუბრო (ხომ ვთქვი დასაწყისში, რომ „რთულია, გამოყო რომელიმე კონკრეტული მიმართულება“….) ჯეპრას ახალ პროექტზე  კომპეტენციის ცენტრი – „შეხვედრების სივრცე“ , რომლის მენეჯერი ვარ და ვუძღვები გახსნის დღიდან.  მიყვარს ეს პროექტი და ჩემი საქმიანობის უმეტეს დროს აქ ვატარებ. თუ ჯეპრაში „ვერ მნახეთ“,  იცოდეთ რომ “სივრცეში“ ვარ!  (ასე ვეძახით მას ჯეპრელები შემოკლებით).

კომპეტენციის ცენტრი „შეხვედრების სივრცე“ – ეს არის მულტიფუნქციური, თანამედროვე და ტრადიციული დიზაინის კომბინაციით შექმნილი სამუშაო გარემო, თავისი საკონფერენციო დარბაზითა და ოფისებით.

სივრცე მომხმარებელს განსხვავებულ გარემოს სთავაზობს, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ დეტალებზე ზრუნვა, მოწესრიგება, მართვა, მეგობრული, კომფორტული და ღია გარემოს შექმნა და სტუმრების მასპინძლობა, ასევე პროდუქტის „შეხვედრების სივრცე“ როგორც ბრენდის განვითარება და პოპულარიზაცია – შედის ჩემს მოვალეობებში.

შეხვედრების სივრცემ უკვე მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა. სწორი კომუნიკაციის, ხელმისაწვდომობის,  მომსახურების ხარისხისა და კმაყოფილი მომხმარებლის დამსხურებით კომპეტენციის ცენტრი დღეს ქტიურად დატვირთულია.  გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებიც.  კომპეტენციის ცენტრი ღიაა ყველა მომხმარებლისთვის. გარემოზეც შესაბამისად ვიზრუნეთ, რის  გამოც შეხვედრების სივრცე არაერთი ტელევიზიის სარეკლამო ვიდეო რგოლის, გადაცემისა თუ ტელესერიალის სცენებში გადაიღეს, როგორც თავშეყრისა და შეხვედრების ადგილი.  სივრცეში ახლაც აქტიურად მიმდინარეობს იუმორისტული თოქ-შოუს „კაცები“ ჩაწერა.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი? 

თუ შეიძლება ასე დავარქვა,-  „წვრილ-წვრილი“ დაგეგმილი თემების და მოსაგვარებელი საქმეების უმრავლესობა განვახორციელე. თუმცა ჩემი გეგმები უფრო მასშტაბურია, და შესაბამისად, შედარებით მეტ დროს მოითხოვს განხორციელებისთვის. ამიტომ, ამ წელს აქტიური მუშაობა მომიწევს სასურველის და „ჩაფიქრებულის“ ბოლომდე მისაყვანად. 

როგორი იყო შენი წელი როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?

რაც შეეხება, ჩემი მენტორობის გამოცდილებას, უკვე  მეხუთე წელია ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარსკოლის პროექტების მენტორი. სხვა ჯეპრელებთან ერთად მიწევს მუშაობა პიარ სკოლის სტუდენტებთან სხვადასხვა საპრეზენტაციო თემაზე, საკომუნიკაციო სტრატეგიის ფორმირებასა და საპროექტო წინადადების მომზადება-პრეზენტირების სწავლაში.

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, პიარ სკოლამ გამაცნო ბევრი საინტერესო ადამიანი. ეს არის ძალიან მეგობრული და მრავალფეროვანი ურთიერთობები. პიარ სკოლა არის ურთიერთობა!

 რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

მწყდება გული, რაც არ გავაკეთე. მათ შორის არის ჩემი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რომელიც 2019 წლის გეგმებში ერთ-ერთი „შესაჭმელი დიდი ბაყაყია“.

მიხარია ცხოვრება!  მიხარია ერთგული და გულწრფელი ურთიერთობები! მიხარია,  რომ  ვაკეთებ საყვარელ საქმეს! მიხარია, როცა მაქებენ!  მიხარია, როცა შემიძლია ადამიანების გახარება და დახმარება! ეს ზოგადად.. და სულ მალე,  რომ ჯეპრას დამსახურებით მექნება შესაძლებლობა გავიღრმავო ცოდნა ციფრულ მარკეტინგში. 

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება? 

აქცენტის გაკეთებას ვაპირებ განათლებაზე, პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე.  2019 წელს ვაცხადებ საკუთარი თავის გარდაქმნის, განვითარების და გამბედაობის წლად!  

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა ბიზნეს და პოლიტიკურ პიარზეა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო და სპეციალობა განვითარების მზარდ სტადიაშია. ჩემი დიდი სურვილია და ვფიქრობ კიდეც, რომ რაც უფრო ჯანსაღი იქნება კონკურენცია კომპანიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და რაც უფრო გააცნობიერებენ იმიჯისა და რეპუტაციის მნიშვნელობას წარმატების მიღწევის საქმეში, მით უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა და საჭიროება პიარის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე.

საჭიროა აქცენტი სპეციფიკურ სეგმენტებზე, კლიენტის მოლოდინების დაკმაყოფილება სპეციფიკური პროექტებითა და შეთავაზებებით.

//]]>