სამშაბათი
თებ272017

2 გირჩის ამბავი

2 გირჩის ამბავი

 

როგორც წესი, წელიწადში რამდენჯერმე ვხდებით დისკუსიის მოწმენი, თუ რამდენად ორიგინალურია ესა თუ ის საკომუნიკაციო კამპანია, მისი ცალკეული დეტალი, ბრენდის კონცეფცია, სახელი და ა.შ.

ამ დღეებში ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა, რომელიც დაგვაფიქრებს, რომ შესაძლოა, ზოგჯერ მაინც ჩვენი მოსაზრება პლაგიატის თაობაზე არც თუ ისე სამართლიანი იყოს.

28 თებერვალს, ჩვენთან ჯერ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ჩინეთში მობილურების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი Xiaomi საკუთარი პროცესორის პრეზენტაციას გეგმავს. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან სმარტფონების ათობით მწარმოებლიდან მხოლოდ რამდენიმეს თუ აქვს საკუთარი წარმოების პროცესორი. პროცესორის სახელია – Pinecone (ფიჭვის გირჩი).

პროდუქტის გამოსვლას წინ სარეკლამო კამპანია უძღვოდა. მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო ვიქტორინა სოციალურ ქსელში, სადაც თაყვანისმცემლებს უნდა გამოეცნოთ 4 სავარაუდო ვერსიიდან რომელი აღმოჩნდებოდა პროდუქტის ლოგო.

შეთავაზებული ვერსიები:

2 გირჩის ამბავი

 

„გამარჯვებული“ ჩვენთვის ნაცნობი D ვერსია აღმოჩნდა. მოვლენების თანმიმდევრობა რომ სხვაგვარი ყოფილიყო, ალბათ, ჩვენი გირჩის ავტორს გაუჭირდებოდა იმის მტკიცება, რომ მის მიერ შექმნილი ლოგო ჩინელი კოლეგის ნამუშევრით არ იყო შთაგონებული.

2 გირჩის ამბავი


გიგა ხარებავა,
უფროსი კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები