როცა პიარი ცხენია და ზებრა ცხოვრება

როცა პიარი ცხენია და ზებრა ცხოვრება

წერის კულტურა: ფურცელზე კალმით.

წერის ადგილი: სახლი, წითელი სავარძელი.

წერის დროს ანათებს: ცხენის ქანდაკების ცალ ნათურაზე ანთებული ტორშერი. ცალზე იმიტომ, რომ მეორე გადაიწვა..

დღეს არ დავიწყებ ცხენზე ამხედრებული პრინცის მომლოდინე პრინცესაზე ლაპარაკს.

პოსტის თემას სათაურში ნახავდით, თუმცა ყველაფერი სათაურით არ იწყება. არც სიტყვით.  იოანეს სახარება იწყება სიტყვებით, რომ პირველად იყო სიტყვა… სახარება ასე იწყება, მაგრამ პირველად აუცილებლად იქნებოდა ინსპირაცია, ჰოდა, მე  ვამობობ, რომ პირველად იყო ინსპირაცია!

ღმერთსაც ექნებოდა ინსპირაცია და მხოლოდ ამის შემდეგ იტყოდა ის სიტყვას! მხოლოდ ამის შემდეგ შექმნიდა ის ცას და მიწას. სწორედ ამ ინსპირაციის შემდეგ იტყოდა ის: „და იქმნას ნათელი!“

^ED0DE94931CF8430408C486635947A91C876A5A1B601075153^pimgpsh_fullsize_distr copy

იგივეა აქაც, ჩემს ოთახში, როცა ჩემს საქმიანობაზე ვფიქრობ, პროფესიაზე, როცა ცხენი მინათებს ბნელ ღამეს და როცა პატარა, სათამაშო ზებრა  წიგნების თაროზე დევს.

ჰმ, რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? რატომაც არა?! ჩემს სახლში მე ვარ მონაც, ღმერთიც, დედოფალიც, კეთილი ანგელოზიც, ლუციფერიც, ევაც, სისინა გველიც და ვაშლიც მაქვს! ჰოდა, ჩვეულებრივად ვამბობ, რომ იქმნას პოსტი!

რატომ დავაკავშირე პიარი ცხენთან?

იმიტომ, რომ ახლა ცხენი ანათებს ჩემს ოთახს და ეს განათება, კარგად დაგეგმილი/განხორციელებულ პიარკამპანიასთან დავაკავშირე,  რომელიც ორგანიზაციისთვის წარმატების მომტანია!

რამდენიმე მინიატურა ცხენთან დაკავშირებით:

1. განა ბუცეფალით არ დაიპყრო მსოფლიო მაკედონელმა?!

2. დონ კიხოტმა კიდევ მკითხველის გულები როსინანტით?!

3. ეოგიპუსი (განთიადის ცხენი) 60 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ის ძალიან პატარა იყო, სულ 5 კგ.-ს იწონიდა, სიმაღლეში კი 35 სმ. იყო. მას ოთხი ჭრილი (თითი) ჰქონდა ფლოქვზე, თქვენი არ ვიცი მაგრამ, ეს ოთხი ჭრილი მე 4 P-ის (Product, Place, Price, Promotion) დავაკავშირე. განა სიმბოლური არ არის? რატომ ჰქონდა ეოგიპუსს ფლოქვზე 4 ჭრილი, თუ პიარი ცხენი არ არის? შენი ნებაა, დამეთანხმები თუ არა. ზუსტად ვიცი, რომ ამ პარალელის გავლება 4 პიასთან მოგეწონება და გაგეღიმება, თუ არ მოგეწონება, შეიძლება თქვა რა სისულელეაო, ჰოდა, თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნები, უახლოეს წერტილს რომ დაინახავ, იქ შეწყვიტე კითხვა.

4. „ცხენის ძალა“-არსებობს ასეთი ტერმინი და მის დამკვიდრებას ჯეიმს ბატს უნდა ვუმადლოდეთ.

 როგორ გაჩნდა ტერმინი: ჯეიმსი, ნახშირის საბადოებზე მომუშავე ცხენებს აკვირდებოდა. მან აწონა ნახშირი, რომელსაც ცხენი ეზიდებოდა, დაინიშნა დრო, გაამრავლა და გამოიყვანა ცხენის ძალა. აღმოჩნდა, რომ  ერთი ცხენი, საშუალოდ 150 კგ. ნახშირს ეზიდებოდა 30 მეტრზე, ერთ წუთში.

კარგი პიარი, შეგვიძლია ცხენის ძალას შევადაროთ, რადგან პიარშიკებს, ძალიან სწრაფად გვიწევს მძიმე სამუშაოების შესრულება. ერთი წუთი კი ზოგჯერ უდრის დამკვეთის ფრაზას: „გუშინ გვინდოდა“.

25. ცხენს საოცარი თვალები აქვს. თითქმის ყველა ცხოველის თვალებზე დიდი და მის თვალებს ერთი გამორჩეული თვისება აქვს. ერთმანეთის დამოუკიდებლად შეუძლიათ იცქირონ სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ასე უნდა იყუროს სხვადასხვა მიმართულებით პიარ სპეციალისტმაც, რომ თავიდან აიცილოს ყველა მოსალოდნელი საფრთხე.

6. ცხენს შეუძლია ადამიანის განწყობა იგრძნოს ხმის ტემბრით. ასევე, უნდა იგრძნოს პიარ სპეციალისტმა კომპანიის/ორგანიზაციის თითოეული ამოსუნთქვა, გულისცემა, მისი მდგომარეობა, სუსტი და ძლიერი მხარეები, რომ დროულად იმოქმედოს.

7. ცხენს მშვიდი მუსიკის მოსმენა უყვარს, მუსიკას უსმენენ პიარსპეცილისტებიც. მათი გიჟური მუშაობის რიტმს კი უნდა აბალანსებდეს მშვიდი მუსიკა, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია..

^A06658DD0A3887E5F721B3446F097E1921A36F13DAFD9B5893^pimgpsh_fullsize_distr8. ცხენის ზოგადი განმარტებები: ის ძლიერია, ლამაზია, სწრაფია, მაღალ ფეხებზე დგას და რაც ყველაზე მთავარია – ის ერთგულია! ყველა ეს მახასიათებელი აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგ პიარ სპეციალისტს. შეიძლება მაღალი ფეხების გამორიცხვა, რადგან ყველას ვერ ექნება…

ეს იყო ჩემეული აღქმა და ჩემი კავშირები ცხენსა და ჩემს პროფესიას შორის. რაც შეეხება ზებრას…

რატომ ვადარებ ცხოვრებას ზებრას? ის ბუნების ყველაზე ლაღი შვილია. ველად გაჭრილი და თავისუფალი. მას, ისევე როგორც ადამიანს, აქვს თეთრი და შავი ხაზები.

3

განა ცხოვრებაშიც ასე არ არის? ხან მაღლა ხარ და ბრწყინავ, ეს თეთრი ხაზებია, ხან კიდევ მიწაზე ენარცხები და წამოდგომას ცდილობ – ეს კიდევ, შავი ხაზები. ასე მეორდება დაუსრულებლად. სულ.

მიუხედავად ამ ზოლების ცვალებადობისა, შენ მაინც ის უნდა აკეთო, რაც ყველაზე ძალიან მოგწონს. უბრალოდ უნდა იყო თავისუფალი საკუთარ სურვილებში და გამოხატვაში – გამოხატვა კი შეიძლება ასეთი იყოს:

შეგიძლია საკუთარ ხელზე ასახო მთელი ცხოვრება..

xatia-1

მთავარი ის არის, როგორ შეძლებ ე.წ. „ზებრას“ გადასასვლელზე გადასვლას, რადგან იქ შეიძლება შენი გზა იყოს, მაგრამ, იმავდროულად, ვინმე თავქარიანიც ჩასაფრებული..

გაბედე და გადადი „ზებრაზე“ ისე, როგორც ამას The Beatles აკეთებს!

the-beatles-abbey-road-1969-billboard-650