„ტუჩებდაპრუწული“ სელფები, ისევე როგორც „გადაღლილი“ „ახალგაღვიძებული“ Feeling *** სელფები ერთგვარი ტრენდია არასწორ “self marketing” ში:) და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. ამ მიმართულების მიმდევრები, არც მეტი, არც ნაკლები, დემონსტრაციას ახდენენ თავიანთი ინტიმური, ან უცბათ მიღებული მოწყენილი, მიძინებული, ახალგაღვიძებული, მოთენთილი, მიბნედილი სახეეების…ხშირად ეს ფოტოები რთულია გაარჩიო ერთმანეთისგან (გუშინწინ, გუშინ, დღეს მას სხვადასხვა რაკურსით აქვს გადაღებული ეს „გადაღლილი“ თუ „მოწყენილი“ ფოტო)….ამ ფოტოებთან ნათლად ჩანს ფარისევლობაც მიწერილი გულებით, აღფრთოვანებებით, ლაიქებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი არაეფექტური მიმართულებაა (ჩემი სუბიექტური ხედვით), რომელსაც აქვს არსებობის უფლება (ამ თავისუფალ სივრცეში ნება მათია), თუმცა ზოგადად, საკუთარი პერსონის მარკეტინგი, როგორც ასეთი, არის გამოწვევა, როგორც პიარ სპეციალისტებისთვის, მარკეტერებისთვის, პოლიტიკოსებისთის, ასევე უკვე კომპანიების დირექტორებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ა.შ. სოციალური ქსელის განვითარების პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გაუცნობიერებლად მომხმარებელიც ითხოვს ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლის ცხოვრების შესწავლას, დაკვირვებას და მასთან დაახლოებას-ეს როგორც მარკეტინგული ტრენდი პერსონებს ხდის უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე აქამდე იყვნენ. მოსალოდნელია, რომ საკუთარი პერსონის პოპულარიზაციისთვის ქმედებებმა მრავალმხრივ იცვალონ სახე, იმის მიხედვით, თუ რა გამომწვევების წინაშე დადგებიან იმ ამოუწურავი შესაძლებლობების სივრცეში, რაც 21- ე საუკუნის კომუნიკაციებშია… როგორ შეიცვლება გემოვნება? როგორი პერსონის მიმართ ექნება ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული ნდობა, პატივისცემა,სიყვარული? როგორი პერსონა გახდება მათთვის მოსაბეზრებელი? ეს რთულად პროგნოზირებადია, თუმცა ცხადია, ამ მიმართულებას მიენიჭება უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა: დაგეგმილი თუ უნებლიე “self marketing”-ი იმ კომპანიების იმიჯზე აისახება (უფრო და უფრო მეტად), სადაც ეს პირები იქნებიან დასაქმებულნი. ნებით, თუ უნებლიეთ, დასაქმებულთა სოციალური ქცევა გახდება ტოპ მენეჯერებისთვის ყურადღებამისაქცევი და გასათვალისწინებელი (ხშირ შემთხვევაში ხომ უკვე ხდება ასაყვანი კადრის, როგორც მომავალი თანამშრომლის სოციალური გვერდის შესწავლაც). ამ პოსტის წერის დროს, ვეცადე არასუბიექტური მიგნებებიც წარმომედგინა; ბევრი ვერაფერი ვნახე, თუმცა წავაწყდი ერთ კვლევას, რომელიც მინეაპოლისში ჩატარდა: წევრობაზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „კორპორატიული შესაბამისობის და ეთიკის საზოგადოება“ (SCCE) კვლევა ჩაატარა იმის გამოსავლენად, თუ რამდენად არის გათვალისინებული კომპანიებში თანამშრომელთა ქცევის კონტროლი სოციალურ ქსელში; აღმოჩნდა რომ გამოკითხული კომპანიების 24 % გარკვეულ დისციპლინას იყენებს ამ მიმართულებით.

„ტუჩებდაპრუწული“ სელფები, ისევე როგორც „გადაღლილი“ „ახალგაღვიძებული“ Feeling *** სელფები ერთგვარი ტრენდია არასწორ "self marketing" ში:) და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. ამ მიმართულების მიმდევრები, არც მეტი, არც ნაკლები, დემონსტრაციას ახდენენ თავიანთი ინტიმური, ან უცბათ მიღებული მოწყენილი, მიძინებული, ახალგაღვიძებული, მოთენთილი, მიბნედილი სახეეების...ხშირად ეს ფოტოები რთულია გაარჩიო ერთმანეთისგან (გუშინწინ, გუშინ, დღეს მას სხვადასხვა რაკურსით აქვს გადაღებული ეს „გადაღლილი“ თუ „მოწყენილი“ ფოტო)....ამ ფოტოებთან ნათლად ჩანს ფარისევლობაც მიწერილი გულებით, აღფრთოვანებებით, ლაიქებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი არაეფექტური მიმართულებაა (ჩემი სუბიექტური ხედვით), რომელსაც აქვს არსებობის უფლება (ამ თავისუფალ სივრცეში ნება მათია), თუმცა ზოგადად, საკუთარი პერსონის მარკეტინგი, როგორც ასეთი, არის გამოწვევა, როგორც პიარ სპეციალისტებისთვის, მარკეტერებისთვის, პოლიტიკოსებისთის, ასევე უკვე კომპანიების დირექტორებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ა.შ. სოციალური ქსელის განვითარების პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გაუცნობიერებლად მომხმარებელიც ითხოვს ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლის ცხოვრების შესწავლას, დაკვირვებას და მასთან დაახლოებას-ეს როგორც მარკეტინგული ტრენდი პერსონებს ხდის უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე აქამდე იყვნენ. მოსალოდნელია, რომ საკუთარი პერსონის პოპულარიზაციისთვის ქმედებებმა მრავალმხრივ იცვალონ სახე, იმის მიხედვით, თუ რა გამომწვევების წინაშე დადგებიან იმ ამოუწურავი შესაძლებლობების სივრცეში, რაც 21- ე საუკუნის კომუნიკაციებშია... როგორ შეიცვლება გემოვნება? როგორი პერსონის მიმართ ექნება ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული ნდობა, პატივისცემა,სიყვარული? როგორი პერსონა გახდება მათთვის მოსაბეზრებელი? ეს რთულად პროგნოზირებადია, თუმცა ცხადია, ამ მიმართულებას მიენიჭება უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა: დაგეგმილი თუ უნებლიე "self marketing"-ი იმ კომპანიების იმიჯზე აისახება (უფრო და უფრო მეტად), სადაც ეს პირები იქნებიან დასაქმებულნი. ნებით, თუ უნებლიეთ, დასაქმებულთა სოციალური ქცევა გახდება ტოპ მენეჯერებისთვის ყურადღებამისაქცევი და გასათვალისწინებელი (ხშირ შემთხვევაში ხომ უკვე ხდება ასაყვანი კადრის, როგორც მომავალი თანამშრომლის სოციალური გვერდის შესწავლაც). ამ პოსტის წერის დროს, ვეცადე არასუბიექტური მიგნებებიც წარმომედგინა; ბევრი ვერაფერი ვნახე, თუმცა წავაწყდი ერთ კვლევას, რომელიც მინეაპოლისში ჩატარდა: წევრობაზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „კორპორატიული შესაბამისობის და ეთიკის საზოგადოება“ (SCCE) კვლევა ჩაატარა იმის გამოსავლენად, თუ რამდენად არის გათვალისინებული კომპანიებში თანამშრომელთა ქცევის კონტროლი სოციალურ ქსელში; აღმოჩნდა რომ გამოკითხული კომპანიების 24 % გარკვეულ დისციპლინას იყენებს ამ მიმართულებით.

„ტუჩებდაპრუწული“ სელფები, ისევე როგორც
„გადაღლილი“
„ახალგაღვიძებული“
Feeling *** სელფები ერთგვარი ტრენდია არასწორ “self marketing” ში:) და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. ამ მიმართულების მიმდევრები, არც მეტი, არც ნაკლები, დემონსტრაციას ახდენენ თავიანთი ინტიმური, ან უცბათ მიღებული მოწყენილი, მიძინებული, ახალგაღვიძებული, მოთენთილი, მიბნედილი სახეეების…ხშირად ეს ფოტოები რთულია გაარჩიო ერთმანეთისგან (გუშინწინ, გუშინ, დღეს მას სხვადასხვა რაკურსით აქვს გადაღებული ეს „გადაღლილი“ თუ „მოწყენილი“ ფოტო)….ამ ფოტოებთან ნათლად ჩანს ფარისევლობაც მიწერილი გულებით, აღფრთოვანებებით, ლაიქებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი არაეფექტური მიმართულებაა (ჩემი სუბიექტური ხედვით), რომელსაც აქვს არსებობის უფლება (ამ თავისუფალ სივრცეში ნება მათია), თუმცა ზოგადად, საკუთარი პერსონის მარკეტინგი, როგორც ასეთი, არის გამოწვევა, როგორც პიარ სპეციალისტებისთვის, მარკეტერებისთვის, პოლიტიკოსებისთის, ასევე უკვე კომპანიების დირექტორებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ა.შ.
სოციალური ქსელის განვითარების პროცესმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გაუცნობიერებლად მომხმარებელიც ითხოვს ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლის ცხოვრების შესწავლას, დაკვირვებას და მასთან დაახლოებას-ეს როგორც მარკეტინგული ტრენდი პერსონებს ხდის უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე აქამდე იყვნენ.
მოსალოდნელია, რომ საკუთარი პერსონის პოპულარიზაციისთვის ქმედებებმა მრავალმხრივ იცვალონ სახე, იმის მიხედვით, თუ რა გამომწვევების წინაშე დადგებიან იმ ამოუწურავი შესაძლებლობების სივრცეში, რაც 21- ე საუკუნის კომუნიკაციებშია…
როგორ შეიცვლება გემოვნება?
როგორი პერსონის მიმართ ექნება ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული ნდობა, პატივისცემა,სიყვარული?
როგორი პერსონა გახდება მათთვის მოსაბეზრებელი?
ეს რთულად პროგნოზირებადია, თუმცა ცხადია, ამ მიმართულებას მიენიჭება უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა: დაგეგმილი თუ უნებლიე “self marketing”-ი იმ კომპანიების იმიჯზე აისახება (უფრო და უფრო მეტად), სადაც ეს პირები იქნებიან დასაქმებულნი. ნებით, თუ უნებლიეთ, დასაქმებულთა სოციალური ქცევა გახდება ტოპ მენეჯერებისთვის ყურადღებამისაქცევი და გასათვალისწინებელი (ხშირ შემთხვევაში ხომ უკვე ხდება ასაყვანი კადრის, როგორც მომავალი თანამშრომლის სოციალური გვერდის შესწავლაც).
ამ პოსტის წერის დროს, ვეცადე არასუბიექტური მიგნებებიც წარმომედგინა; ბევრი ვერაფერი ვნახე, თუმცა წავაწყდი ერთ კვლევას, რომელიც მინეაპოლისში ჩატარდა: წევრობაზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „კორპორატიული შესაბამისობის და ეთიკის საზოგადოება“ (SCCE) კვლევა ჩაატარა იმის გამოსავლენად, თუ რამდენად არის გათვალისინებული კომპანიებში თანამშრომელთა ქცევის კონტროლი სოციალურ ქსელში; აღმოჩნდა რომ გამოკითხული კომპანიების 24 % გარკვეულ დისციპლინას იყენებს ამ მიმართულებით.