The Big Issue – გააოცე საკუთარი თავი!

The Big Issue – გააოცე საკუთარი თავი!

წვიმიანი დღე იყო. ჩაფიქრებული ქუჩას მივიყვებოდი. შორიახლოს, ძველმანებში გამოწყობილი, კედელთან ატუზული გამხდარი, ასაკიანი მამაკაცი შევნიშნე. მიწაზე დალაგებულ ჟურნალებს, სახელწოდებით “The Big Issue”-ს ჰყიდდა.

the-big-issue-logo

ვეცადე თვალი ამერიდებინა და გზა განვაგრძე. მოულოდნელად მამაკაცი მომიახლოვდა და მთხოვა ჟურნალი მეყიდა. მომერიდა უარი მეთქვა და მოწყალების ნიშნად 2 ფუნტი გავუწოდე, თუმცა ჟურნალის გამორთმევა არც მიფიქია. ის იყო გზა უნდა გამეგრძელებიან, რომ მოულოდნელად ხელი მაგრად ჩამჭიდა, თვალებში ჩამხედა და შეურაცხყოფილმა მკითხა – მათხოვარი გგონივარ?
შევწუხდი. მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ჩავიდინე და ახსნა-განმარტების ნაცვლად სასწრაფოდ დავიხარე მიწიდან ჟურნალის ასაღებად.
გაბრაზებულმა მამაკაცმა ხელი არ გამიშვა და კვლავ კითხვით მომმართა:
– გაგაოცე?
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და სიტუაციის განსამუხტად გავიღიმე.
– იცი ქვეყნად არსებობს ადამიანი ვინც უნდა გააოცო – მეკითხება გამყიდველი.
– ვიცი, დაუფიქრებლად ვუპასუხე მე.
– გისმენ, მითხარი ვინ?
– დავიბენი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა …
– შენი საკუთარი თავი, და იცი რატომ? -კითხვა დამიბრუნა გამყიდველმა – თუ საკუთარ თავის ვერ გააოცებ, მაშინ ნურავის გაოცებას შეეცდები!

გამოცემა The Big Issue – რომლის სლოგანია: დაეხმარე სხვას, რომ დაეხმარო საკუთარ თავს, 1991 წლიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი სოციალური ბიზნესია. მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქუჩის გამოცემა, პროფესიონალური ჟურნალისტების მიერ დაწერილი სტატიებით, ეხმარება უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ადმიანებს ლეგიტიმურად მოიპოვონ შემოსავალი.

ძველმანებში გამოწყობილი, კედელთან ატუზული გამხდარი, ასაკიანი მამაკაცი არ იყო მათხოვარი, ის The Big Issue გაყიდველი იყო. მან მთელი ცხოვრების სტიმული მომცა – მუდამ გავაოცო საკუთარი თავი!