სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად სამსახურის მაძიებლები უფრო დიდხანს ეძებენ ახალ სამსახურს, ადარებენ და აფასებენ დამსაქმებელთა შემოთავაზებებს. მათთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი გახდა, ერთი მხრივ, სამუშაო პირობები, ბენეფიტები, კარიერული პერსპექტივა და, მეორე მხრივ – კომპანიის იმიჯი, ღირებულებები, კორპორატიული კულტურა. უკანასკნელის შესახებ ინფორმაციის მოძიების უმარტივესი გზა სწორად სოციალური ქსელებია. ტალანტებისთვის ომში იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებმაც იციან, როგორ წარმოაჩინონ თავიანთი თავი კანდიდეტების წინაშე და ამაში HR ბრენდინგი ეხმარებათ.
HR ბრენდინგი – ეს არის ადამიანური რესურსების მართვის მარკეტინგი, რომლის ძირითადი მიზანია კონკურენტებისგან განცალკევება და ლოიალური მომხმარებლების შეძენა. არსებობს მოსაზრება, რომ HR ბრენდზე სისტემური ზრუნვა სჭირდება მხოლოდ დიდ ორგანიზაციებს, თუმცა განზრახვის მიუხედავად, HR ბრენდი გააჩნია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც ერთი თანამშრომელი მაინც აუყვანია. კომპანიაში თუნდაც ერთი თანამშრომლის არსებობა ავტომატურად განსაზღვრავს ამ ადამიანის მოსაზრებას კომპანიის იმიჯის შესახებ. სწორედ ეს არის HR ბრენდი. ამიტომაც, თუ არ ხდება HR ბრენდის შეგნებული, გააზრებული განვითარება, ის სპონტანურად და დამოუკიდებლად ყალიბდება.
HR ბრენდინგი ორ ვექტორს მოიცავს: შიდა და გარე ბრენდინგი. შიდა HR ბრენდინგი გულისხმობს ორგანიზაციის თანამშრომლების მოსაზრებას კომპანიის შესახებ, ხოლო გარე, თუ როგორ ხედავენ მას პოტენციური კანდიდატები. ძლიერი შიდა HR ბრენდის გარეშე შეუძლებელია პოზიტიური გარე ბრენდის შექმნა. შიდა HR ბრენდის მიზანია კომფორტული, მიმზიდველი და განსაკუთრებული სამუშაო გარემოს ფორმირება და განვითარება, რეალობის უკეთესობისკენ მუდმივი ცვლილება. გარე ბრენდინგის მიზანია ამის სწორი და ეფექტური ტრანსლირება კომპანიის გარეთ. ორივე ყოველდღიური შრომაა.
ჯეპრაში მაქსიმალურად ღია ვართ ერთმანეთის მიმართ, ვიღებთ მუდმივ უკუკავშირს, ვუსმენთ ერთმანეთს, ვატარებთ გამოკითხვებს და ვიზომავთ eNPS-ს. ეს ყველაფერი შიდა HR ბრენდის შექმნის ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა იგრძნონ თანადგომა და ზრუნვა კომპანიის მხრიდან. წელიწადში ორჯერ ჯეპრაში ტარდება კმაყოფილებისა და ჩართულობის გამოკითხვა, რომლის საშუალებით დგინდება სუსტი წერტილები და გასაუმჯობესებელი სფეროები, რის შემდგომ, უკვე გუნდთან ერთად ვადგენთ გეგმას, თუ რა ზომებს მივიღებთ ამ საკითხების გაუმჯობესებისთვის.
ერთ-ერთი ბოლო გამოკითვის თანახმად, ჩვენი ძლიერი მხარეები არის:
არსებულ გუნდში თანამშრომლების მატებისას, ჩვენთვის უპირატესია ღირებულებების თანხვედრა. რეკრუტინგის დროს დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი გუნდის სამუშაო პრინციპებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო ფილოსოფია გვქონდეს გუნდის პოტენციურ წევრებთან. ყოველთვის გვიხარია ახალი შეხედულებები და იდეები, თუმცა საკვანძო ფასეულობები საერთო უნდა გვქონდეს.
გარე ბრენდინგს რაც შეეხება, ჯეპრას მთავარი ამბასადორები ჩვენი კოლეგები არიან. ისინი ხშირად საუბრობენ კომპანიაზე, ჩვენს ღირებულებებსა და ჯეპრას ცხოვრებაზე, წერენ ბლოგპოსტებს, აძლევენ ინტერვიუებს. თანამშრომლების გარკვეული ნაწილი ასწავლის უნივერსიტეტებში ან სხვადასხვა სასწავლო პროგრამების ფარგლებში, საიდანაც იზიდავენ ახალ ტალანტებს. ჯეპრას ერთ-ერთი სამუშაო პრინციპი და ღირებულებაა მუდმივი სწავლა და განვითარება, ამიტომ ეს განსაკუთრებით კარგი ადგილია პირველი სამსახურისთვის. ჩვენი გუნდის თითქმის ნახევარმა თანამშრომელმა, სტაჟირებით დაიწყო კარიერა ჯეპრაში, ეს მათი პორველი სამსახური იყო, ახლა კი უკვე გამოცდილი კონსულტანტები არიან და ეხმარებიან ახალგაზრდა კოლეგებს.
თითოეული კომპანია HR ბრენდის ჩამოყალიბებისას განსხვავებულ გზებსა და მეთოდებს იყენებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომელთა მიმართ დამოკიდებულებაში იგრძნობოდეს, რომ ზუსტად ისინი არიან ყველაზე მთავარი აქტივი, რათა გახდე დამსაქმებელი, რომელთან მუშაობაზეც ყველა ოცნებობს.