კლიენტზე ორიენტაცია, მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროების დაკმაყოფილება თანამედროვე მენეჯმენტის უპირველესი გამოწვევაა. კომპანიების უმრავლესობა ამ საკითხში გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება.
მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების ინიციატივები და დაგეგმილი ცვლილებები უშედეგოდ შეიძლება დასრულდეს, თუ ისინი კლიენტის საჭიროების ნაცვლად, კომპანიის არსებული იერარქიული ფუნქციების დაკმაყოფილებაზეა მიმართული.
ორგანიზაციისა და მისი მომხმარებლის ურთიერთობის გამოცდილება მათი შეხების წერტილების ერთობლიობაა. კომპანიისადმი კლიენტის დამოკიდებულება, სერვისზე/პროდუქტზე მოთხოვნის გაჩენიდან ყიდვის შემდგომი მომსახურების ჩათვლით გრძელდება. ამ მოგზაურობის თითოეული ეტაპი ურთიერთობის მიკრომომენტს წარმოადგენს, რომელთა განზოგადების შედეგად მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტისა თუ სერვისის ყიდვის თაობაზე.
მომხმარებლის ურთიერთობის რუკის შედგენით და თქვენი კლიენტების პერსონიფიკაციის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ნათელი წარმოდგენა შეგიქმნათ თქვენი მომხმარებლის ქცევის, მათი დამოკიდებულებისა და საჭიროებების შესახებ.
ჯეპრას ანალიტიკოსებისა და ადაპტაციური დიზაინერების გუნდის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ: