ორგანიზაციის წარმატება ფასდება მისი მისიის და დასახული მიზნების შესრულებით, იქ მომუშავე ადამიანების საქმიანობით და კმაყოფილების ხარისხით. ნებისმიერი ორგანიზაცია მიისწრაფის იდეალური შედეგისკენ, თუმცა ამ გზაზე ხშირად მნიშვნელოვანია გარე, მიუკერძოებელი ხედვა და შეფასება, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს სამომავლოდ ზრდას და განვითარებას.
ორგანიზაციის ფუნქციონირების მოდელი, სტრუქტურა, პროცესები და პროცედურები, პროდუქტები და მომსახურება – ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საჭიროებს სწორ შეფასებას, დაგეგმვას და მართვას.
„ჯეპრას“ კვალიფიციურ და სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე კონსულტანტებთან ერთად, თქვენ შეძლებთ:
- ჩაატაროთ ორგანიზაციული მართვის პროცესების აუდიტი და აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშაოთ ახალი სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები და/ან პროცედურები;
- შეაფასოთ პროდუქტი და მომსახურება, რომელსაც აწარმოებთ და ყიდით და შეისწავლოთ თქვენი მომხმარებლები (შექმნათ მომხმარებლის გამოცდილების რუკა – CJM);
- შეფასების შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშაოთ ორგანიზაციის ახალი ფუნქციონალური ბიზნეს მოდელი და/ან განაახლოთ არსებული;
- შეიმუშაოთ და განახორციელოთ მომხმარებელზე და სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული, მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგია;
- შექმნათ და განავითაროთ ეფექტიანი გუნდი;
- დაგეგმოთ და მართოთ ცვლილებები;
- შექმნათ პროექტების მართვის ოფისი და მოახდინოთ მისი ინტეგრირება სტრუქტურაში ან ისარგებლოთ გარე კონსულტანტების სერვისებით კონკრეტული პროექტებისთვის;