ბიზნესი ნამდვილად გამორჩეული რიგი საფრთხეებისა და უკიდურესად რთული გადაწყვეტილბებების წინაშე დადგა, არსებულ ვითარებაში, როცა ბიზნესები კარს უხურავენ მომხმარებელს, სასურველ და აუცილებელ პროდუქტებზე და სერვისებზე წვდომა იზღუდება, დასაქმებულნი იძულებულები არიან სახლში დარჩნენ, გლობალური ინდუსტრიები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებებს ზეიმობდნენ, დღეს საბოლოო დახურვის საფრთხის წინაშე არიან.
როგორ აარიდოს ბიზნესმა თავი მასობრივ დათხოვნებს და გვერდში დაუდგეს თანამშრომლებს, ამავე დროს დაიცვას კომპანიის მომავალი?
როგორ შეინარჩუნოს შემოსავალი მომხმარებლის შემცირებული მოთხოვნის ფონზე, ზოგიერთი ინუდსტრიისთვის ისაა საფიქრალი, როდის გაიხსნება პოლიტიკური დირექტივებით ბუნდოვანი თაიმლაინით და კრიტერიუმებით, დაკეტილი მაღაზიები.
ასეთი გამოწვევების დროსაც კი კრიზის მენეჯმენტის უკვე კარგად გამოცდილი წესები მოქმედებს.
პირველი, ორგანიზაციები, რომლებიც კრიზისს ეფექტურად უმკლავდებიან, მისი გადავლის შემდეგ უფრო ძლიერი რეპუტაციითა და ძლიერი ურთიერთობებით დაბრუნდებიან ბაზარზე. მიზნობრივი აუდიტორიები- თანამშრომლები, პარტნიორები, მომწოდებლები, მომხმარებლები, სტეიქჰოლდერები- ეძებენ გამჭვირვალობას, სიცხადეს და რეგულარულ კომუნიკაციას. მაშინ როცა ბიზნესი პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს,უნდა იცოდეს, რომ ნამდვილად არავინ ელოდება მათგან ყველაფერზე პასუხის ქონას. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, არის მესიჯის, ფაქტების, კორპორატიული ქმედებებსა და განვითარებებზე სიახლეების კომუნიკაციის ურყეობა და მუდმივობა.
მეორე, მომზადება, რჩება ყველაზე მნიშვნელოვან რგოლად კრიზისიში ურყევი რეპუტაციით ნავიგაციისათვის. სცენარების დაგეგმა, COVID-19-ის მოკლე დროის ეფექტი და გრძელ ვადაში – უკან დაბრუნების სტრატეგია არის კრიტიკული იმისთვის რომ ბიზნესი, არა მხოლოდ, გადაურჩეს კრიზისს, არამედ უკან დაბრუნების შემდეგ სწრაფად დაუბრუნდეს ნორმას და გააგრძელოს განვითარება. გაურკვევლობის დონე ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ბიზნესს მოუწევს უპასუხოს სწრაფად ცვალებად გარემოს მათ ირგვლივ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ არ შეუძლიათ სცენარების დაგეგმვა. საჭიროა უწყვეტად ფასდებოდეს რისკები და ცხადი იყოს რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ.
მესამე და უკანასკნელი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის პირველ რიგში, სოციალური, ადამიანური კრიზისი, რომლის ეფექტი იგრძნობა ყველა პირზე მსოფლიოს გარშემო. უნდა ვერიდოთ კორპორატიული ენასა და ინფორმაციულ ვაკუუმს, თუ ბიზნესს უნდა შეინარჩუნოს და გაზარდოს ნდობა მის მიმართ და გადაიტანოს ეს რთული პერიოდი.