მიუხედავად რეაგირებისა და პრობლემის აღმოფხვრისა, ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია ხშირად ვნებს კომპანიის რეპუტაციას.
იურიდიული დავების დროს, საქმის მოგება ყოველთვის არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საზოგადოებრივი აზრი დადებითად შეიცვლება კომპანიის მიმართ. კრიზისის მართვა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც ერთნაირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც კრიზისის დროს, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში.
ჯეპრა გთავაზობთ იურიდიულ დავებთან დაკავშირებული კომუნიკაციის სერვისს, რაც გულისხმობს ანტიკრიზისული გუნდის შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სპიკერ-ადვოკატების, მრჩევლებისა და საკომუნიკაციო სფეროს სტრატეგებისგან.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწორ მანევრირებაში, რისკების მინიმუმამდე დაყვანასა და კრიზისის დროს რეპუტაციის, პოზიტიური ურთიერთობებისა და სანდოობის შენარჩუნებაში.
კრიზისის დროს ჩვენ ვიმუშავებთ შემდეგ საკითხებზე:
კრიზისის სწორად მართვის შედეგად:
იურიდიულ დავებთან დაკავშირებული კომუნიკაციის სერვისის მიზანია, დავის წარმოების საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და კლიენტების დახმარება, რათა დავის დასრულების შემდგომ, კრიზისის მიერ მიყენებული ზიანი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას.