ჯორჯ ვაშინგტონი, ზომბები და ვიდეო თამაშების ქართული ინდუსტრია

ჯორჯ ვაშინგტონი, ზომბები და ვიდეო თამაშების ქართული ინდუსტრია

მახსოვს, ბნელ და მშიერ 90-იანებში ყველაზე მეტად ელექტრო ენერგიის სტუმრობა მახარებდა. ჩემი ბედნიერება ერთი ორად იზრდებოდა, თუ მეზობელ, 4 წლით უფროსს ბიჭს, პირობითი სახელით <თემური> (არადა, მართლა თემური ერქვა), ეცალა და მთელი სამეგობროსთვის ზეიმს აწყობდა – მას ხომ „დენდი“ ჰქონდა!! ჩვენი ერთადერთი სადარდებელი – მანამდე არ ჩამქრალიყო დენი, სანამ შენი რიგი მოაღწევდა. სადარდებელი მაშინაც არ მომშორებია, როდესაც უკვე საკუთარი „დენდი“ მქონდა და ელ-ენერგიაც მეტ-ნაკლებად გასტაბილურდა – დაწყევლილი კონსოლის კვების ბლოკი მალე ხურდებოდა და 1 საათზე ხანგრძლივი თამაშის შემთხვევაში – იწვებოდა, ასე, უნამუსოდ.

შემდეგ იყო Pentium 2, თავისი 3D თამაშებით, გაგიკვირდებათ და ისევ მეზობელ ბიჭთან, კოდური სახელით <თემური> (არადა, მართლა თემური ერქვა)! წელიც კი მახსოვს – 1999! 6 წლის შემდეგ, როდესაც უკვე საკუთარ Pentium 4-ზე ხელახლა ვცადე ლეგენდარული Doom 2-ის (იხილეთ ლინკი http://www.youtube.com/watch?v=tt3E7S8me2E) და Monster Truck-ის (იხილეთ ლინკი http://www.youtube.com/watch?v=nHOE481xf2s) თამაში, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძველი აღტაცებიდან, ტკბილი მოგონების გარდა, აღარაფერი დარჩენილიყო.. სამაგიეროდ იყო იკონური Call of Duty (იხილეთ ბმული http://www.youtube.com/watch?v=YUrUDrjOFYY) და Medal of Honor (იხილეთ ბმული http://www.youtube.com/watch?v=K_8nqm06Tdo)..

დღეს, როდესაც ვიდეო თამაშების ინდუსტრია განვითარების პიკს აღწევს (ცნობისთვის, 2013 წელს ინდუსტრიის მთლიანი ბრუნვა 70 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია), საინტერესოა რა ადგილი უკავია საქართველოს ამ უუზარმაზარ ნამცხვარში. გაგეღიმათ? მართალი ხართ, მეც გამეღიმა.

1457763_655361424515687_1351313732_n
წმინდა კომერციული ქართული თამაში, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ არსებობს. ან არსებობს, მაგრამ იმდენად ცუდი კომუნიკაცია აქვთ, რომ მე არ ვიცი. ერთ-ერთი სერიოზული მცდელობა თამაშისდამაგვარის შექმნის იყო „პოლიცია“, თუმცა ის არ შეიძლება მაგალითად გამოდგეს, რადგან არ იყო კომერციული პროექტი და მხოლოდ იდეოლოგიური, თუ PR, თუ ღმერთმა იცის რა დატვირთვა ჰქონდა.
საქმე მართლა უსაშველოდაა და ამ მხრივ ამინდს დიდად ვერ ცვლის პატარ-პატარა კომპანიები, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა – ენთუზიასტი და ნიჭიერი ახალგაზრდების გაერთიანებები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ქართული ვიდეო თამაში. თუმცა, „ქართული“ ამ შემთხვევაში პირობითი განსაზღვრებაა, რადგან მარტივი ჭეშმარიტებაა – საქართველოში ვიდეო თამაშში ფულს არ გადაიხდიან (ინტერნეტ მეკობრეობაში ჩვენი მოწინავე პოზიციაზე ყოფნაც ამის დასტურია). შესაბამისად, საქართველოში წარმოებული (თითზე ჩამოსათვლელი) თამაშები უცხოურ ბაზარზეა გათვლილი. უინვესტოროდ და მხოლოდ საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოიმედე ქართველი Game Developer-ები რას გახდებიან – ამაზე მსჯელობა თქვენთვის მომინდვია.

ერთ-ერთი Fresh ქართული თამაში, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება, არის ნაკლებად ცნობილი ქართული სტუდიის Jump Or Fall-ის (იხილეთ ბმული http://jumporfall.com/) შემოქმედება „Washington VS Zombies” (იხილეთ ბმული https://www.ouya.tv/game/Washington-Vs-Zombies/).

პროდუქტი „ქართულობის“ გარდა საინტერესო იმითაა, რომ ისევ და ისევ ზოგად ქართული დონიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი ხარისხიაა. და რაც მთავარია, იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ახლად გამოსულ სათამაშო კონსოლზე OUYA-ზე (იხილეთ ბმული https://www.ouya.tv/). გადაწყვეტილება პრაქტიკული და ჭკვიანურია, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კონსოლზე, რომელიც შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა, ადაპტირებულია თამაშების მხოლოდ ნაწილი. მარტივად რომ ვთქვათ, თუ Android-ზე ან iOS-ზე გამოსულია 100 000-ზე მეტი თამაში, OUYA-ზე (იხილეთ ბმული https://www.ouya.tv/) მათი რაოდენობა მხოლოდ 525-ია. ეს ფაქტი რეალურ შანსს აძლევს პატარა კომპანიას, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ვერ დაკავდება სელფ-პრომოუშენით, მეტად გამოჩნდეს და არ დაიკარგოს ვიდეო თამაშების ზღვაში.
იმედი მაქვს Jump Or Fall (მიჰყევით ბმულს http://jumporfall.com/) მიაღწევს წარმატებას და სამომავლოდ უფრო დახვეწილ პროდუქტებს შემოგვთავაზებს.