როცა კომპანია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ანუ როცა მომსახურებით, ან პროდუქტის წარმოებით შენ ქმნი ღირებულებას

როცა კომპანია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ანუ როცა მომსახურებით, ან პროდუქტის წარმოებით შენ ქმნი ღირებულებას

ISO-ს სტანდარტების მიხედვით ჯეპრა 2007 წლიდან მუშაობს. წელს, განმეორებითი სერტიფიცირება გავიარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის! რატომ? ხარისხის მართვა ხომ, უპირველესი გარანტიაა მომხმარებელი იყოს მუდამ კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით.
როცა, ხელმძღვანელობის რწმუნებულად, ოფიციალურად გამაფორმეს, ცოტა დავიბენი, რადგან, ეს იყო სფერო, რომელშიც არაფერი გამეგებოდა. ჩვეული ემოციურობით დავიწყე ნერვიულობა და გამოსავალის ძიება – გადმოვიღე მასალები, დავჯექი და ვიკითხე ბევრი. მცირე ტრენინგიც გავიარე და საქმესაც მხოლოდ ამის შემდეგ შევუდექი.
საკითხის უკეთ გარკვევაში, ელენე (ჯეპრაში ISO-ს საკითხებზე მუშაობდა 2007 წელს) დამეხმარა. მადლობა მინდა გადავუხადო მას, რომელიც მოდიოდა პატარა დათასთან ერთად და განვიხილავდით ჩემთვის უცნობ დეტალებს.
ასე გავიდა ორი თვე – დილიდან შუაღამემდე ვმუშაობდი და სიზმრადაც კი, აუდიტთან ინტერვიუს ვხედავდი.
დადგა გამოცდის დღეც!

quality-assurance-testing
ამ ყველაფრის შედეგად კი, როცა „TÜV SÜD“ -ის უკრაინელი წარმომადგენლის მიერ 4 საათის განმავლობაში გავდიოდი აუდიტს, ვიყავი ბედნიერი და კმაყოფილი, იმით რომ მათი ყველა მოთხოვნა იყო შესრულებული.
რასაკვირველია, იყო რეკომენდაციები მათი მხრიდან, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ და ამაზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება?

თავადაც შემიძლია უკვე საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზეც ავლაპარაკდე!
ჩემი აზრით, ეს არა მხოლოდ სასურველი, სავალდებულოცაა, რადგან, ეს არის მტკიცებულება, რომ კომპანიის მომსახურება ხარისხიანია. ჯეპრასთვის მნიშვნელოვანია თავისი კლიენტების კმაყოფილება, ISO-ს სტანდარტებით მუშაობა კი გვეხმარება, ვიცოდეთ რა სურს კლიენტს, რა მოსწონს, არის თუ არა კმაყოფილი, სად დავუშვით შეცდომა, სად იყო გადახრა პროექტის მიმდინარეობისას, რათა გავატაროთ მაკორექტირებელი სამუშაოები და არ დავაგდოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი.

უნდა გახსოვდეს შემდეგი:

ჩემეული „დარიგებანი“ ანუ რა დასკვნა გამოვიტანე ორთვიანი დაუღალავი შრომისა და უძილო ღამეების შედეგად!
მომსახურებით, ან პროდუქტის წარმოებით შენ ქმნი ღირებულებას,
მომხმარებელი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მისი კმაყოფილება განსაზღვრავს შენი კომპანიის წარმატებას,
კლიენტი, მითუფრო, პიარ კომპანიის დაქირავებისას იხდის შედეგისთვის.
თუ ეს ჩემეული სამი კრიტერიუმი კომპანიისთვის პრიორიტეტულია, მაშინ მზად ხარ საერთაშორისო სტანდარტებით იმოქმედო, დაიწყო ზრუნვა ISO-ს დანერგვისთვის.

როცა კომპანია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს:

შენ გენდობიან, შენი სჯერათ და იციან თუ რატომ უნდა მოგმართონ კონკრეტულად შენ.
რასაკვირველია, კლიენტის ნდობას მხოლოდ ISO-ს სერტიფიკატით ვერ დაიმსახურებ, ამას დრო სჭირდება. მაგრამ ეს სერტიფიკატი გეხმარება, რომ სწორად წარმართო კომპანიის საქმიანობა.
პ.ს. არასოდეს თქვათ უარი ახალ გამოწვევებზე. როცა მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.